მნიშვნელოვანი სიახლეები იავნანაში!

211

ყველა სირთულის გინეკოლოგიური ლაპაროსკოპიული ოპერაციები! 
უახლესი თაობის აპარატურა!

„გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანაში“ ყველა სირთულის ლაპაროსკოპიული ოპერაციები დაინერგა გინეკოლოგიური სპექტრით. საოპერაციო აღჭურვილია უახლესი ლაპაროსკოპიული აპარატურით და ქირურგიული ინსტრუმენტებით.
ბოლო ათწლეულებში მრავალმა რევოლუციურმა აღმოჩენამ სრულიად შეცვალა მედიცინა, მკურნალობის მეთოდები, მიდგომები. ბუნებრივია, პროგრესი შეეხო ქირურგიასაც, ერთ-ერთი კი, ლაპაროსკოპიაა. ლაპაროსკოპია ქირურგიული ჩარევის სახეობაა, რომლის დროსაც არ ხდება ღია მუცელკვეთა და ოპერაცია პატარა განაკვეთებიდან ტარდება. ლაპაროსკოპია დამზოგველ მეთოდად მიიჩნევა, რომელსაც ღია მიდგომასთან შედარებით უამრავი უპირატესობაა აქვს. 
ლაპაროსკოპიული ოპერაციების გასაკეთებლად ექიმს ესაჭიროება ენდოსკოპიური ქირურგიის სერთიფიკატი, სპეციალური კვალიფიკაცია, ტრენინგები, მასტერკლასების გავლა. ,,იავნანაში“ ლაპაროსკოპიულ ოპერაციებს სერთიფიცირებული ექიმი გივი მალიაშვილი უძღვება, რომელმაც ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციების გაკეთებაზე შესაბამისი განათლება უკრაინაში მიიღო, შემდეგ კი, პოლონეთში აიმაღლა კვალიფიკაცია. სხვადასხვა ქვეყანაში გაიარა არაერთი მასტერკლასი ონკოლოგიურ თუ არაონკოლოგიურ პაციენტებზე ლაპაროსკოპიული მეთოდით მკურნალობაზე.
საუბრობს გივი მალიაშვილი, ს/ს ,,იავნანას“ მეან-გინეკოლოგი, ონკო-გინეკოლოგი, ენდოსკოპისტი:
„უპირველეს ყოვლისა, ლაპაროსკოპიული მეთოდი ნაკლებტრავმულია, ამიტომ რეაბილიტაციაც უფრო სწრაფად და ადვილად ხდება, ოპერაციის შემდეგომი პერიოდი გაცილებით ხანმოკლე და მსუბუქია. პაციენტს ოპერაციის დღესვე ვაყენებთ ფეხზე, მეორე-მესამე დღეს კი უკვე სახლში ვწერთ. განსაკუთრებული მოვლა, წოლითი რეჟიმი ან ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა საჭირო არ არის. 
ლაპაროსკოპიულად ტარდება თითქმის ყველა გინეკოლოგიური ოპერაცია. დღეისათვის, ლაპაროსკოპიული მეთოდით ოპერაციების კეთება ყველაზე მიზანშეწონილია გარეორსულობის დროს, ასევე საკვერცხის კისტის დროს, უშვილობის დიაგნოსტირებისათვის, ენდომეტრიოზის დროს, მცირე ზომის სიმსივნულ წარმონაქმნებზე. გარდა ამისა, ვიყენებთ დიაგნოსტიკისთვისაც. მაგალითად, როდესაც არის მუცლის დაუდგენელი ეტიოლოგიის ტკივილები, არის გაურკვეველი წარმოშობის სიმსივნური წარმონაქმნი მუცლის ღრუში, ასევე, გაურკვეველი შეხორცებითი პროცესი ან სხვა პათოლოგია, რომელსაც ვერ ვნახულობთ, ლაპაროსკოპიით ამის დათვალიერება არის იდეალური მეთოდი. დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპიისას შესაძლებელია ბიოფსიაც და ა.შ. 
ცალკე უნდა აღინიშნოს მილების გადაკეტვის საკითხი – არასასურველი ორსულობისაგან თავდასაცავად, ხშირად, ქალები ბოლო მშობიარობისას იკეთებენ გეგმიურ საკეისრო კვეთას იმის გამო, რომ მილები გადაიკეტონ, თუმცა, აასეთი შემთხვევებისთვის ლაპაროსკოპიული მეთოდი არის იდეალური. როდესაც ქალი მშობიარობს ბუნებრივად, შემდგომ, დაახლოებით 2-3 თვეში ლაპაროსკოპიით კეთდება მილების გადაკეტვა. გაცილებით ნაკლები ღირებულება აქვს, თავიდან აიცილებს რისკებს, ოპერაციას.
რაც შეეხება აპარატს, ძალიან კარგი, ახალი, თანამედროვე აპარატი გახლავთ, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და შესაბამისად, მის მაღალ საიმედოობას განსაზღვრავს. ხშირ შემთხვევაში, კლინიკები იძენენ მეორად აპარატს, რომელსაც შეიძლება თავისი შესაძლებლობების რესურსი ამოწურული ჰქონდეს და შესაბამისად, გამორიცხული არ არის, შუა ოპერაციის დროს მოხდეს შეფერხება. ჩვენ კი, ყველანაირ ტექნიკური ხარვეზისგან დაცულები ვართ“. 
ლაპაროსკოპიული ოპერაციები ისევე ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც სხვა სახის ოპერაციული ჩარევა. სხვადასხვა ნოზოლოგიაზე სხვადასხვა დაფინანსებაა, მაგალითად #218 დადგენილებით განსაზღვრულ და უმწეობის პოლისის მქონე პაციენტებს თანხის დამატება არ უწევთ, #36-ე დადგენილებით მოსარგებლე პაციენტების შემთხვევაში კი, ოპერაცია ფინანსდება თანაგადახდის პრინციპით (ისევე, როგორც არალაპაროსკოპიულ ოპერაციებზე).