კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს

2337

მოამზადა:
ქეთი მარტიაშვილი

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია იმედის ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, როგორც კი ბაზარზე კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი  გაჩნდება. საქართველო მას ერთ-ერთი პირველი მიიღებს.

„კომპანია „გილეადის“ შექმნილ პრეპარატთან დაკავშირებით ჩინეთში მიმდინარეობს გამოცდა, მაგრამ ის ამ ეტაპზე რეგისტრირებული არაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მწარმოებელთან. ის მზად არის პრეპარატის დარეგისტრირების შემდეგ ის ჩვენ გადმოგვცენ, თუმცა ზუსტი ვადები ჯერ არავინ იცის. ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსით ყველა დაავადებული აუცილებლად ამ პრეპარატით მკურნალობას საჭიროებს. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა, საქართველოში არის საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ეს პაციენტები განვკურნოთ, თუმცა როგორც კი ბაზარზე დარეგისტრირდება პრეპარატი, ჩვენი ქვეყანა იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც მას მიიღებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.