30 წელი შშმ პირებისთვის…

2460

სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (ინვალიდთა ასოციაცია)2019წლის 26  სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზშიორგანიზაციის დაარსებიდან 30 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.

სამათეულწლიანი თარიღი „ღვთისშვილთა კავშირმა“ შშმ პირებზე ზრუნვაში – მათ განვითარებაში, დასაქმებაში, განათლებაში, უფლებების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევში გაატარა. მეტად რთული მისია იტვირთა 30 წლის წინ ზაზა სიხარულიძემ და ნონა კენჭუაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად, რომლებმაც შეძლეს, რომ შშმ პირთა ცხოვრება და აღნიშნული სფერო განვითარებულიყო. ზაზა სიხარულიძე ამ სფეროში პიონერი იყო და ძალიან ბევრი რამის შეცდვლა შეძლო, სახელმწიფო დააინტერესა, ვალდებულებები ააღებინა და სამთავრობო სიმაღლეზე აიყვანა ყოველი შშმ პირის უფლება! უფრო რთული კი შემდეგი საკითხი იყო, – შშმ პირებისადმი („ინვალიდებისადმი“) პოსტსაბჭოური სისტემის, მენტალიტეტის, სტიგმისა და დამოკიდებულების დანგრევა, საზოგადოებისთვის განათლების მიცემა და სხვა.

რასაც აწგარდაცვლილი ზაზა სიხარულიძე ჩაუდგა სათავეში დიდი ხნის წინ, ურთულესი სფეროა, რომელზეც დღესაც ბევრია სამუშაო, შემდგომი განვითარებისთვის.