სმენის არმქონე პატარა დაჩის დედის სულისშემძვრელი ლოცვა…

1896

წლინახევრის დაჩი არჩუაძის დედის, ეთუნა გაგნიაშვილის ლოცვა-ვედრება უფალს, რომ მისი შვილი ბედნიერი გაიზარდოს!

ტექსტი ეთუნა გაგნიაშვილის პირადი ფეისბუქიდან უცვლელად გადმოგვაქვს, რათა საზოგადოებამ უკეთესად გაიგოს ახალგაზრდა დედის წუხილი, ემოცია, ტკივილი, განსაცდელი და შვილისთვის თავგანწირვა…

„არ მახსოვს ჩემი ლოცვა ღმერთს უპასუხოდ დაეტოვებინოს…

არ მახსოვს რაიმე მეთხოვოს და არ შეესმინოს ჩემი გულმხურვალე ვედრება…

პირიქით, იმასაც კი მაძლევდა, რაც არ მითხოვია… ალბათ ძალიან მჭირდებოდა და იმიტომ…

ვყოფილვარ ცხოვრებაზე ნაწყენი, როგორ არ ვყოფილვარ… გაბრაზებულიც ვყოფილვარ… წაბორძიკებული, უარყოფილი და ნერვებდაგლეჯილი, მაგრამ არ მახსოვს ოდესმე, გაბოროტებული ვყოფილიყავი…

მთავარი მაინც ის არის, რომ ღმერთს ვუყვარვარ და არასოდეს მტოვებს მარტო!

მთავარი მაინც ის არის, რომ ბედნიერად ვგრძნობ თავს!

იცით რას მივხვდი?! – თუ შენი გონება და გული სიკეთეს ემსახურება, შეიძლება ბოროტებამ გაწვალოს, ბევრი განსაცდელი მოგიწყოს, მაგრამ ვერ დაგამარცხებს!

ყველაზე დიდი და საიმედო საყრდენი შენი რწმენაა, თუ გწამს, შეუძლებელია ვერ გადაცურო ზღვა… ვერ მოერიო უსამართლობას…

აუცილებლად მიაღწევ მიზანს თუ ღმერთს არ დაკარგავ… თუ ღმერთამდე შეძლებ შენი ლოცვების მიტანას“… – წერს საკუთარ ფეისბუქზე დაჩი არჩუაძის დედა, ეთუნა გაგნიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პატარა დაჩის სმენის პრობლემა აქვს და სასწრაფოდ საჭიროებს ოპერაციას, რომელიც გერმანიაში უნდა ჩაუტარდეს, ქალაქ დრეზდენში. ამ ეტაპზე დაჩის პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. დეკემბრის პირველ რიცხვში საჭიროა კიდევ ერთი ოპერაცია. სავარაუდოდ ეს არ იქნება ბოლო ოპერაცია დაჩისთვის სმენის აღსადგენად… ამისთვის მას საკმაოდ სოლიდური თანხები ესაჭიროება. ააიპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი“ ეხმარება დაჩი არჩუაძეს თანხების მობილიზებაში, როგორც სპეციალური ნომრით (0901 700 611 ფასი ერთი ლარი. ორშაბათიდან აქტიური იქნება ბილაინის და ასევე მაგთის ქსელშიც. ამ ეტაპზე ნომერი აქტიურია ჯეოსელსა და სილქნეტში.) ასევე სხვადასხვა გზებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშვილი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ წლინახევრის ბავშვს.

ააიპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი“ არის ერთადერთო ორგანიზაცია, რომელიც შშმ პირების ცეკვის, სიმრერისა და ხელოვნების აერთაშორისო ფესტივალს მართავს საქართველოში და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც გაიმარჯვებენ, უცხოეთში გაჰყავს მსგავს ფესტივალებზე. ასევე დაკავებულია შშმ პირთათვის სოციალური, ჯანდაცვის, უფლებების დაცვისა, მათ შორის სპორტული და საგანმანათლებლო და სხვადასხვა საკითხების მოწესრიგებით.

პ.ს. ეთუნა, ღმერთი მოწყალეა, დედის ლოცვა-ვედრებას ყოველთვის შეისმენს და მის შვილს უდიდეს ბედნიერებას მოუტანს…