„ივერია – ბრილიანტი“ ქუთაისში – მათ შეძლეს შეუძლებელი!

5549

რთულია შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე მოკლედ საუბარი. ამიტომაც, ეს მცირე მასალა მხოლოდ ინფორმაციულია და მეტი არაფერი.

მეტი ინფორმაციისთვის და საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო გადავწყვიტეთ, რომ ფესტივალი „ივერია – ბრილიანტის“ შესახებ სხვადასხვა მონაწილეთა, ჟიურის წევრთა და სხვა ცნობილი მნიშვნელოვანი ადამიანების საშუალებით გესაუბროთ დრო და დრო…

ფესტივალის ივერია – ბრილიანტის პარტნიორები და სპონსორები

თუმცა, მაინც შეგახსენებთ, რომ ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“ შშმ პირთა საზოგადოებაში რესოციალიზაციას, მათ დასაქმებას, განათლებას, უფლებების დაცვას და, რა თქმა უნდა, ხელოვნებასა და სპორტში სრულ ჩართულობას ემსახურება, მათი ნიჭიერების პოპულარიზაციასა და ახალი სახეებისა და პროდუქტის შექმნას ისახავს მიზნად, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ – ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას.

საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა გასული წლის პრაქტიკა, რადგან საქართველომ, თბილისმა, პირველად უმასპინძლა შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „ივერია – ბრილიანტს“, რომელიც გახდა წინაპირობა იმისა, რომ 2019  წლის 4-5 მაისს, ქუთაისში გაიმართა „ივერია – ბრილიანტი“, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფორმატში!

ფესტივალის ივერია – ბრილიანტის საკონკურსო დღე

„ფესტივალის ძირითადი მიზანი და ამოცანა იგივე რჩება – შშმ პირთა რესოციალიზაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი განათლების, დასაქმების, უფლებების დაცვისა და, რა თქმა უნდა, ასევე ხელოვნების სფეროებში, ნიჭის აღმოჩენა და შემდეგ მათ რეალიზაციაში ხელშეწყობა. ასევე უცვლელია სლოგანი – ჩვენ ვიცავთ საქართველოს ევროასოცირების ხელშეკრულების 349-ემუხლის დპუნქტს! ამ უმნიშვნელოვანესს, ასევე უმნიშვნელოვანესი სლოგანი დაემატა და პირველად, საქართველომ სახელმწიფო დონიდან გააკეთა განაცხადი ევროპასთან მიმართებაში – საქართველო უერთდება 5 მაისი ევროპაში დამოუკიდებელი ცხოვრების დღეს! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპა 2014 წლის 5 მაისიდან ყოველწლიურად, გრანდიოზულად აღნიშნავს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღეს და ჩვენც შევუერთდით ამ მნიშვნელოვან ინიციატივას! ამისთვის მადლობა ქუთაისის მერიას და, რა თქმა უნდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტის მრჩეველს, სიმონ პეტრიდისს“, – აცხადებს ფესტივალის „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი!

როგორც ვიცით, ფესტივალი (პროექტი) ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, რაც ფესტივალს აძლიერებს და მეტად მნიშვნელოვან სხდის ეკლესიის ჩართულობას შშმ პირთა ცხოვრებაში.

ფესტივალის ივერია – ბრილიანტის საფესტივალო დღე

„უნდა აღინიშნოს, რომ „ივერია – ბრილიანტი“ 2019 განხორციელდა“ ააიპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და იმერეთის შშმ პირთა რეგიონალური ორგანიზაციის „სრულფასოვანი ცხოვრებისთვის“ ერთობლივი მუშაობის საფუძველზე, რამაც წარმატება მოუტანა ამ ფესტივალს, რაშიც დიდი წვლილი ყოველთვიურმა გამოცემამ „განსაკუთრებულმა ჟურნალმა“ შეიტანა. ფესტივალის დამფუძნებელი „განსაკუთრებული ჟურნალი“ და ააიპ„სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალია“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „განსაკუთრებულ ჟურნალში“ დასაქმებულია 18 შშმ პირი სხვა პროფესიონალი ჟურნალისტები. ჟურნალი გამოიცემა 2014 წლის 12 ივნისიდან, სრულიად საქართველო სკათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისადაბიჭვინთისმიტროპოლიტი, უწმინდესიდაუნეტარესი, ილიამეორისლოცვაკურთხევით“, – აღნიშნა „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილი!

რთული იქნებოდა სპონსორების და პარტნიორების გარეშე ფესტივალის ჩატარება… ამისთვის მადლობა ყველას!

ფესტივალის ივერია – ბრილიანტის საფესტივალო დღე

მადლობა უკრაინელ პარტნიორებს, დიმიტრი შვეცს – ორგანიზაცია „გოოოოპ“-ის ხელმძღვანელს და სრულიად უკრაინის ინვალიდთა ორგანიზაციის წარმომადგენელს, ვიტალი დიდენკოს!

„ფასდაუდებელი და უანგარო შრომისთვის მადლობა ჟიურის წევრებს, ქალბატონებს – მაკახეცურიანს, მაიაკახიძეს, ქეთი ბერძენიშვილს, თეონა ხომალდიშვილს, ლეაშავიტს, ბატონებს – დიმიტრი შვეცს, როლანდ კოპალიანს, მაქს მეირ შავიტს და, რა თქმა უნდა, ჟიურის თავმჯდომარეს, ვანიჩკა პავლიაშვილს“, – განაცხადა იმერეთის შშმ პირთა რეგიონალური ორგანიზაციის „სრულფასოვანი ცხოვრებისთვის“ თავმჯდომარემ, მერაბ ქვარიანმა!

ფესტივალის დასასრულს, უკვე თბილისში დაბრუნებული სტუმრების და მასპინძელთა ნაწილი სუმრად მიიღო ლადო კახაძემ, რომელიც შშმ პირთა პრობლემებზე დიდი ხანია მუშაობს ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად, ასევე „განსაკუთრებულ ჟურნალში“, იკავებს რედაქტორის პოზიციას, ყოველთვიურ გამოცემაში, რომელშიც 18 შშმ პირია დასაქმებული.

ასე რომ, წარმატებული აღმოჩნდა სამმხრივი მემორანდუმი, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალსა“ და იმერეთის შშმ პირთა რეგიონალურიორგანიზაციის„სრულფასოვანიცხოვრებისთვის“ შორის გაფორმდა.

მალე, საქართველო კიდევ ერთხელ, 3-6 ოქტომბერს უმასპინძლებს საერთაშორისო ფესტივალს – „ივერია – ბრილიანტს“… ხოლო ზაფხულის ბოლოს ურეკი ახმაურდება შშმ პირთა სპორტული სპარტაკიადითა და ფესტივალით – „ივერია –  ბრილიანტით“!

ფესტივალის ივერია – ბრილიანტის გამარჯვებულები ლადო კახაძეს შეხვდნენ

„აქვე შეგახსენებთ, რომ სოციალურ-კულტურულმა პროექტმა-გამოცემამ – „განსაკუთრებულმა ჟურნალმა“ პირველმა შეძლო საქართველოში შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ფესტივალის განხორციელება, ასევე პირველი აღმოჩნდა, ვინც ეს ნამდვილად ხელოვანი ხალხი, ამ შემთხვევაში გამარჯვებულები, უცხოეთში გაეგზავნა მსგავს საერთაშორისო ფესტივალზე. ახლაც, ქუთაისში გამარჯვებულთაგან უკრაინელმა პარტნიორებმა ოთხი გამარჯვებული შეარჩიეს, რომლებიც ორ ეტაპად (გრანპრის მფლობელი -18 წელი ლუკა მარგველაშვილი, +18 წელი გრანპრის მფლობელი შაბან მამედოვი და +18 წელი პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანი და +18 წელი მესამე ადგილი მარეხი მურღულია) გაემგზავრებიან უკრაინის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც ახორციელებს შშმ პირთა ყველაზე წარმატებული უკრაინული ორგანიზაცია „გოოოოპ“, ხელმძღვანელი დიმიტრი შვეცი. ეს ორგანიზაცია ჩვენი საუკეთესო პარტნიორია და ვამაყობთ მათი საქმეებით. თუმცა, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში ჩვენი ორგანიზებითა და შესაძლებლობებით კიდევ ბევრი გაემგზავრება დღესასწაულად ქცეულ ფესტივალ-კონკურსებზე“, – განაცხადა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

მადლობა ყველა მონაწილეს, რადგან მათშეძლეს ის, რაც ყველას არ შეუძლია!