დიზაინერი ნათია თხელიძე არა ოკუპაციის მოტივებზე

254

Region Fashion Week 2019– ს გახსნის დიზაინერი ნათია თხელიძე საერთაშორისო პროექტ Region Fashion Week Festival – 2019 – ის კვირეულს გახსნის. ნათია თხელიძე ერთ ლუქს არა ოკუპაციის თემაზეც წარმოადგენს. დიზაინერს ჩვენებები გამართული აქვს თბილისში მოდის კვირეულებზე და ასევე სხვადასხვა ქვეყნებში. დიზაინერი ნათია თხელიძე თბილისსა და ბათუმში წარმატებით უძღვება თავის საქმიანობას და თვლის, რომ ეს მისი სფეროა და თავს კარგად ართმევს არსებულ საქმიანობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგი ერთ-ერთი პოპულარული დიზაინერია საქართველოში და მისი პრეტენზიაც საფუძვლიანია.

შეგახსენებთ, რომ რეგიონ მოდის კვირეული 20, 21 და 22 ივლის ქალაქ გორში გორის მერიის ოფიციალური მხარდაჭერით გაიმართება და დიზაინერები ლუქებს არა ოკუპაციის მოტივებით წარადგენენ.

მაშ ასე, საინტერესო სანახაობა გელით…