დარჩი სახლში – გადაარჩინე ქვეყანა!

2218

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერია“ ერთადერთი ლიტერატურული პრემია-კონკურსია, რომელმაც თავისი ლაურეატები და მონაწილეები, საზოგადოებისთვის ცნობილი პოეტები, მწერლები, ხატმწერები, მხატვრები, ფოტოგრაფები და საზოგადო მოღვაწეები, ჩართა აქციაში – დარჩი სახლში!

აქციას – დარჩი სახლში! – ცნობილი მწერალი, პოეტი, მხატვარი, ხატთაშემამკობელი, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიის“ ლაურეატი, – „პოეზიის დედოფალი“ და სხვა არაერთი პრემიის ლაურეატი, თინათინ მღვდლიაშვილი თვითიზოლაციაშია და უერთდება აქციას – დარჩი სახლში! ამჯერად პოეტი ექსპრომტი ლექსით ჩაერთო სამშობლოს და საყვარელი ხალხის გადასარჩენად…

კარანტინში
ცივა… წვიმს…
და, ამ ჩიტს ვგავარ…

„მწერალი ხარ?..ან პოეტი – დიდი ბავშვი?..
გიყვარს თავის მოწონება, ალბათ, ხალხში…
გსურს კორონას აერიდო ავად აშლილს?..
დარჩი სახლში, მეგობარო, დარჩი სახლში!..“
თინათინ მღვდლიაშვილი

+ + +

მე მამუკა პავლიაშვილი ვარ, მსახიობი ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი პრემია ივერიის ლაურეატი. მე ვრჩები სახლში, შენც დარჩი სახლში! გადაარჩინე სამშობლო!

+ + +

ყველაფერს თავის დრო აქვს, – შრომას, გართობას… ახლა ბრძოლის დროა. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობა. ამ ვირუსმა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, ჩვენც დიდი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. საქართველოს განა ტყუილად ჰქვია მრავალჭირნახადი ქვეყანა?! როცა საუკუნეების მანძილზე გვიხდებოდა ხმლით და გონებით, ერთიანობით, ქვეყნის დაცვა… ქართველი ერის ისტორიაში მრავალ დუშმანთან ბრძოლის გარდა, მრავლადაა მაგალითები ათასგვარ ჭირიანობასთან, გამკლავებისა. ახლა, როგორც არასდროს გვმართებს ერთად დგომა, რომ ამ ჭირსაც ისევე მოვერიოთ, როგორც ჩვენს ერს, ჩვენს მაღალღირებულ სულიერებას და დათმენის უნარს შეეფერება. დავუდგეთ გვერდით ერთმანეთს – ერთმანეთისათვის!  შევიგნოთ, რომ ჩვენი ბრძოლის მერიდიანი ახლა, ამ ვერაგ ვირუსთან ბრძოლის პოლიგონზე გადის. ვიბრძოლოთ თითოეული ქართველის სიცოცხლის გადასარჩენად! მე ვრჩები სახლში! თქვენც, დარჩით სახლში მეგობრებო!!! ფიქრია ჩუბინიძე.

გარეთ აპრილია გაზაფხულს ფერადი კაბა ჩაუცვამს, მეპწანჭება და გარეთ მეძახის. მიყვარხართ ადამიანები! მე ვრჩები სახლში! სიყვარულით, გულთამზე ბესალაშვილი – Gutiko gutiko

მე, ეკა შოთას ასული კვიციანი, ლიტ. ფსევდონიმით კატერინა, ინჟინერი და იურისტი, ვარ საერთაშორისო პრემია ივერიის მონაწილე! გთხოვ დარჩი სახლში და გადარჩინე შენი სამშობლო! სიყვარულით, ეკა კვიციანი

შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია – ბრილიანტის“ კამპანიას უერთდება ცნობილი მწერალი, პოეტი, პრემია „ივერიის“ ლაურეატი და ასევე „ივერია – ბრილიანტის“ ჟიურის წევრი, მაია კახიძე, რომელიც საზოგადოებას ემოციურად მიმართავს: მეათე წიგნზე ვმუშაობ, უამრავი ჯილდო მაქვს, სულ შრომაში ვიყავი და ახლაც ვცდილობ. ყველა მენატრებით, მენატრება ჩვენი საღამოები, სცენა, ღიმილი და სითბო… აი, ხეები უჩემოდ გაიფოთლა… ბევრი კარგი ვნახე, ბევრი ცუდი, მაგრამ კორონა ისე ცუდად გადმოდგა ჩვეულ გზაზე, ჩვენც მაგრად უნდა დავუხვდეთ. ჰოდა, გულმა ბევრი აწონა, აწონა და დაწონა. ამიტომ, მე, ჯანმრთელი მომავლისთვის, რა თქმა უნდა, შინ ვიმყოფები და კეთილსინდისიერად ვასრულებ ყველა მითითებას. შენც დარჩი სახლში და გადაარჩინე სამშობლო!!! პატივისცემით, თქვენი მაიკო კახიძე.

მე ქეთევან ლინჩიკი, კომპანია „ათი მოტორსის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე ვარ პროზა-პოეზიის შესანიშნავი საერთაშორისო პრემია „ივერიის“ მხარდამჭერი… დარჩი სახლში! გადაარჩინე შენი სამშობლო!

+ + +

მე ვრჩები სახლში, შენც დარჩი ჩემო, დღეს გადარჩენის ზღვარი – ტირეა, დავშორიშორდეთ უნდა ერთმანეთს, რისკი სიცოცხლის ძალზედ მცირეა! მრავალ განსადელ გამოვლილებმა, ესეც გვენახა უნდა თვალითა, ჩვენ გადავრჩებით სახლში დარჩენით, მორჩილებაში უფლის ძალითა! დარჩი სახლში! მიყვარხართ – ეთერ ისაკაძე.

როგორ არ მეგონა, რომ მხოლოდ ჩემს სარკმელთან აცელქებულ იასამანს, მხოლოდ ჩემი ბებერი კაკლის ჩეროში სულგანაბულ იას, მხოლოდ ჩემი ეზოს ყოჩივარდებს ავამღერებდი ამომავალი მზის საოცარი ჰანგებით, ხოლო შენი, იმისი, სხვისი გაზაფხული მხოლოდ შორიდან დამიქნევდა ხელს და ვეღარ დამპატიჟებდა ლოყააჭარხლებული ატმის ყვავილთა მეჯლისზე…
მეგობრებო,ჩემო კეთილებო, ისევე, როგორც თქვენ, მეც ვცხოვრობ, ვშრომობ, ვებრძვი დაბრკოლებებს, მახარებს წარმატებები, მცდელობები, ბედნიერი წუთები, საინტერესო ლიტერატურული შეხვედრები, კონკურსები, ცხოვრებისეული გამოწვევები, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ამ ადამიანურ ფასეულობებს უხილავი მტერი – სიცოცხლეჭამია ვირუსი ემუქრება და ყველაზე მძიმე არჩევანის წინაშე გვაყენებს – დათითოკაცოვდითო, დაშორდითო, მოგენატროთოერთმანეთი.
საბედნიეროდ, ეს ყველაფერი დროებითია, წარმავალია, დაძლევადია, ამიტომ გთხოვთ ჩემი, შენი, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ისევე, როგორც მე, თქვენც დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცია,გაუფრთხილდით ერთმანეთს, გადაარჩინეთ გაზაფხული!
სიყვარულით, მაგული ტერმაკოზაშვილი.

+ + +

მე თამარ მეტრეველი ვარ, ნიქოზიდან – სამაჩაბლოდან. მწერალი, პოეტი, საერთაშორისო პროზა-პოეზია პრემია „ივერიის“ ლაურეატი, სამი წიგნის ავტორი, ქრისტიანული პოეზიის წმინდა ნინოს ჯვრის მფლობელი, გორის ჩოხოსანთა სადროშოს წევრი. მე ჩემი სამშობლოს გადასარჩენად ვრჩები სახლში. დარჩი სახლში, გადაარჩინე შენი საყვარელი ქვეყანა!

დარჩით სახლში… ვიაროთ პირბადით და ხელთათმანებით, შეხვედრისას დავიცვათ მანძილი, რაც ჩვენი სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანია… გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ავირიდოთ თავიდან ვირუსი, რომელიც მსოფლიოს უტევს, ჩვენ ნუ ვიქნებით გამავრცელებლები, დავრჩეთ სახლში, რათა დავიცვათ თავი და გადავარჩინოთ სხვა… დიდი სიყვარულით, მაია ხოფერია.

მე იტალიაში ვარ, თქვენი მეგობარი, სისხლი და ხორცი, – ეკა ოთარაშვილი, საერთაშორისო პროზა-პოეზიის პრემია „პრემიის“ ლაურეატი. მე აქ დავრჩი სახლში, რათა გადავარჩინო ქვეყანა. თქვენც, საქართველოში, დარჩით სახლში ჩემი საყვარელო ადამიანებო, რომ ჩამოვალ დამხვდეთ ბედნიერნი… იტალიიდან, მონატრებული სიყვარულით, ეკა ოთარაშვილი.