ივერია – ბრილიანტის ფინალისტები ცნობილია

371

შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“, რომელიც მსოფლიოში პირველად გაიმართა ონლაინ ვერსიაც უკვე ფინალისტებს აცხადებს…

ძალიან საინტერესო სისტემით გაიმართა ფინალისტების შერჩევა. ჟიურიმ მეტად რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ფინალში გამარჯვებისთვის უკვე გადამწყვეტი ძალა სპეციალურ ფასიან ზარესბ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ფინალისტების გამოვლენის მოლოდინში შვიდი ქვეყნის (საქართველო, პოლონეთი, უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუმინეთი) ძალიან ნიჭიერი ადამიანია, სულ 33 მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ ჟიურის შემადგენლობა ძალზედ საინტერესოა და მრავალი სფეროს ადამიანს მოიცავს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ხელოვანები სჭარბობენ: დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, ციური მჭედლიძე, დუტა სხირტლაზე, ირაკლი ტაბაღუა, გიორგი წერეთელი, იურეკ ტურეკი, ლუცია ტერბენი, დიმიტრი შვეცი, ქეთი ლინჩიკი, არმენ ალავერდიანი, აიდოღალ თოფალი და ფესტივალის დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

„ჟიურის წევრებმა ფავორიტებიც შეარჩიეს: უკრანელი გოგონა, ვიქტორია დერენიუკი თავისივევე ქვეყნის წარმომადგენელმა, დიომიტრი შვეცმა წარმოადგინა. საქართველოდან ფავორიტად დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა შეარჩია – სალომე დაღუნდარიძე. ხოლო ყველასთვის განსაკუთრებული შარმითა და ნიჭით გამორჩეული ლუკა მარგველაშვილი კი ქეთი ლინჩიკმა შეარჩია ფავორიტად.

ჟიურის გემოვნება მრავალგვარი იყო, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ შეფასებებში ყველაზე მკაცრი ცნობილი თურქი მომღერალი, აიდოღან თოფალი იყო, რომელმაც სულ რაღაც 12 ადამიანი შეარჩია, ხოლო ქართველმა, ყველასთვის საყვარელი ანსამბლ „ივერიის“ მომღერალი, ციური მჭედლიძე, ჟიურის ყველაზე ჰუმანური წევრი აღმოჩნდა და ყველას ფინალში გადაყვანა ისურვა, ამიტომაც მან ყველას, ოცდაცამეტივე მონაწილეს მისცა ხმა.

ფესტივალის გამარჯვებულთა გამოსავლენად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მონაწილის მიერ დაგროვილი ზარების (სპეციალური ფასიანი ზარები) რაოდენობა და შემდეგ უკვე ჟიურის დამოკიდებულება და მათი ხმათა უმრავლესობა. საბოლოოდ, ფესტივალის დასრულების შემდეგ ანუ გალა დაჯილდოებაზე გამოქვეყნდება მონაწილეთა ზარების რაოდენობა და გამარჯვებულთა ვინაობაც აქედან აისახება, რა თქმა უნდა, ჟიურის შეფასებებსაც ექნება გარკვეული მნიშვნელობა.

ფესტივალს ასევე ეყოლება სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებული, მაგალითად: ვიდეოს ანუ სიმღერას, რომელსაც ყველაზე მეტი ნახვა აქვს, ყველაზე მეტი მოწონება, ყველაზე მეტი კომენტარი და ყველაზე მეტი გაზიარება.

მოკლედ, ფინალში იხილავთ ამ ნიჭიერი ადაიმიანების შესრულებულ სიმღერებს, ზოგი მათგანი იქნება ამ ფესტივალზე უკვე შესრულებული და თქვენთვის ნაცნობი სიმღერა, ზოგიც ახალი შესრულება გამოქვეყნდება.

მონაწილეებმა სასწრაფოდ, 2020 წლის 13 ნოემბრამდე (ბოლო ვადა 2020 წლის 13 ნოემბრის 00:00 საათი) უნდა მოგვაწოდონ ორი ვიდეო ჩანაწერი (შესაძლოა ჩვენი გამოქვეყნებული ლინკი) – ნამღერი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ან ამ ონლაინ ფესტივალზე უკვე ნამღერი და გამოქვეყნებული, ან სრულიად ახალი, ჩვენი ფესტივალისთვის სპეციალურად ჩაწერილი სიმღერა, რა თქმა უნდა ვიდეო. ეს შეიძლება იყოს აკაპელა, დუეტი, მშობლიური ან უცხოური სიმღერა. მოკლედ, არჩევანი თავისუფალია!

მოკლედ, 2020 წლის 3 დეკემბერს გამოვლინდებიან გამარჯვებულები და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მონაწილეთაგან (-18 და +18 წელი) პირველი სამ-სამი ადგილი (პირველი, მეორე, და ორი მესამე, სულ რვა ადგილოსანი) და ჟიურის ფავორიტები, 2021 წელს გაემგზავრებიან „ივერია – ბრილიანტის“ მსგავს ფესტივალებზე უკრაინაში, პოლონეთში და რუმინეთში, ჩვენი ხარჯებით. უცხოელი გამარჯვებულები კი 2021 წლის საქართველოს ზამთრის საკურორტო ქალაქში დაისვენებენ ჩვენი ხარჯებით. ამავე პერიოდში უცხოელი გამარჯვებულები საერთაშორისო ფესტივალს გამართავენ ქართველ კოლეგებთან და ცნობილ მომღერლებთან ერთად. მაშ ასე, წინ ბევრი საინტერესო დღე ელის ჩვენს განსაკუთრებულ და ნიჭიერ ადამიანებს!

როგორც იცით, ყველა მონაწილეს აქვს თავისი მომხიბვლელბა და ჩვენი გუნდი ყოველ მათგანზე ზრუნვას და მათი შემოქმედებით კარიერაზე ზრუნვას განაგრძობს.

ფესტივალის გალა კონცერტი გაიმართება საქართველოში, თბილისში, 2020 წლის 3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის მსოფლიო დღეს. ქართტველო მონაწილეები იმღერებენ სცენაზე ცოცხალი შესრულებით, ხოლო უცხოელთა სიმღერას მსმენელი ისევ ვიდეო ჩანაწერით მოისმენს. თუ კორონა ვირუსის ბლოკირება მოხდება და საზღვრები გაიხსნება, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ უცხოელ სტუმრებს. აქვე დავამატებ, რომ ისევ კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე გამომდინარე გაიმართება საქართველოში გალა კონცერტი ან, შესაძლოა, მაღალი შეზღუდვების გამო, მხოლოდ ონლაინ დაჯილდოება მოხდეს და შემდეგ, როდესაც მოიხსნება აღნიშნული შეზსღუდვები, უკვე პირადად მიიღებენ მონაწილეები სიგელებს, საჩუქრებს და სხვა. ფესტივალი იქნება ლაივით, სოცილაური ქსელის – ფეისბუქის საშუალებით, შესაბამისად, ყველა მონაწილე ქვეყანას ექნება საშუალება უყუროს დაჯილდოებას და გაიზიაროს გამარჯვებულთა ემოციები. მონაწილეებს და გამარჯვებულ;ებს მრავალი სიურპრიზი ელით წინ,“ – განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

პ.ს. ფესტივალი დროებით შეჩერდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამო, რომელშიც ნუგზარ ჭიაბერაშვილიც მონაწილეობდა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და სწორედ იმის გამო, რომ ფესტივალის პოლიტიზირება და წინასაარჩევნო პიარკამპანიის ნაწილი არ გამხდარიყო, დროებით შეჩერდა. როგორც იცით, ფესტივალი იმართება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და არ შეიძლება ამ პროექტის პოლიტიზირება. „ივერია – ბრილიანტი“ მხოლოდ ნიჭიერ ადამიანთა – ხელოვანთა ფესტივალია!

და ბოლოს, ფესტიალის დამფუძნებელი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი ბოდიშს უხდის მონაწილეებს და მათ გულშემატკლივრებს…

ფინალისტები:

მონიკა ახვლედიანი

შაბან მამედოვი

თამილა საგინაძე

მაია ანთიძე

ტატიანა ბატურინა

ალექსანდრე კაზაკი

ლუკა მარგველაშვილი

ნინო ნაფიშვილი

თამუნა ლურსმანაშვილი

ნერმინ ალიევა

ამელია ნებესნაია

ჯულია ვალჩინა

ქრისტინე ჰოვანესიანი

ანნა მატვეევა

მარიამ ბუცხრიკიძე

ვიქტორია დერენიუკი

ივან გრიცავი

სალომე დაღუნდარიძე

დავით გასპარიანცი

მარეხი მურღულია

აგატა პავლოვსკა

ფესტივალის დამფუძნებლის ფავორიტები, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ, რომ ფესტივალს და მსოფლიოს დაამახსოვრონ თავი:

ჯულია ბაგინსკა

ედუარდ ვიორელ სჩეულიკი

სელიმ და ქერიმ ალთინოკები

ხოლო სპეციალურ სტუმრად იქნება მოწვეული ლიანა კვაშილავა, რომელიც შეასრულებს მეგრულ სიმღერას.

The finalists of the “Iveria – Brilliant” are known

International Festival of Song, Dance and Art for Persons with Disabilities “Iveria – Brilliant”, which was held for the first time in the world, the online version is already announcing the finalists…

The selection of finalists was held in a very interesting system. The jury made a very difficult and responsible decision. However, the already decisive force for winning the final will be the decisive factor in the special paid sums.

Seven countries (Georgia, Poland, Ukraine, Turkey, Azerbaijan, Armenia and Romania) are waiting for the finalists to be revealed, with a total of 33 participants. We would like to remind you that the composition of the jury is very interesting and includes people from many fields, including, of course, artists predominating: Archbishop Guram Charelashvili, Tsiuri Mchedlidze, Duta Skhirtlaze, Irakli Tabagua, Giorgi Tsereteli, Yurek Turek, Lucia Terbec, Lucia Terbek , Armen Alaverdiani, Aidogal Topali and the founder of the festival Nugzar Chiaberashvili.

“The members of the jury also selected the favorites: the Ukrainian girl, Victoria Derenyuk, was represented by the representative of her own country, Diomitri Svets. Dean Guram Charelashvili chose Salome Dagundaridze from Georgia as a favorite. Luka Margvelashvili with special charm and talent was chosen by Katie Lynchik as the favorite.

The tastes of the jury were many, but I must say that the strictest famous Turkish singer in the evaluations was Aydogan Topal, who selected only 12 people, and the Georgian, the singer of everyone’s favorite ensemble “Iveria”, Tsiuri Mchedlidze, turned out to be the most humane member of the jury. He wanted to transfer, so he voted for everyone, all thirty-three participants. In order to identify the winners of the festival, of course, it is important to know the number of calls (special paid calls) accumulated by the participant and then the attitude of the jury and the majority of their votes.

Finally, after the end of the festival or the gala awards, the number of calls from the participants will be announced and the names of the winners will be reflected from here, of course, the jury evaluations will also have some significance. The festival will also have the winner of various nominations, for example: the video or song that has the most views, the most likes, the most comments and the most shares. In short, in the finale you will see the songs performed by these talented people, some of them will be songs already performed at this festival and familiar to you, some new performances will be released. Participants must submit two video recordings (possibly our published link) by November 13, 2020 (deadline: November 13, 2020 at 00:00) – a song, as already mentioned, or already sung and published at this online festival, or a brand new one. A song recorded specifically for our festival, of course video. It can be an acapella, a duet, a native or a foreign song. In short, the choice is free! In short, on December 3, 2020, the winners and winners in various nominations will be announced.

We would like to remind you that the first three places from the Georgian participants (-18 and +18 years old) (first, second, and two thirds, eight in total) and the jury favorites will go to Iveria-Brilliant-like festivals in Ukraine, Poland and Romania in 2021. At our expense. Foreign winners will rest in the winter resort town of Georgia in 2021 at our expense.

During the same period, foreign winners will hold an international festival together with their Georgian colleagues and famous singers. So, many exciting days ahead await our special and talented people! As you know, every participant has their charms and our team continues to take care of each of them and their creative careers. The gala concert of the festival will be held in Tbilisi, Georgia on December 3, 2020, the World Day for the Protection of the Rights of Persons with Disabilities.

Georgian participants will sing live on the stage, while the listener will hear the foreigners’ song again with a video recording. If the coronavirus is blocked and the borders are opened, we will be happy to host foreign guests. I would like to add that again, according to the regulations of Covid 19, a gala concert will be held in Georgia or, perhaps, due to high restrictions, only online rewarding will take place and then, when the mentioned restrictions are lifted, participants will personally receive certificates, gifts and more. The festival will be live, through the social network – Facebook, therefore, all participating countries will have the opportunity to watch the awards and share the emotions of the winners. Many surprises await the participants and winners,“ – said Nugzar Chiaberashvili, the festival’s founder.

P.S. The festival was temporarily suspended due to the parliamentary elections in Georgia, in which Nugzar Chiaberashvili also participated as a majoritarian candidate, and precisely because of the politicization of the festival and not becoming part of the pre-election PR campaign, it was temporarily suspended. As you know, the festival is held with the blessing of His Holiness and Beatitude Ilia II and this project can not be politicized. “Iveria – Brilliant” is only a festival of talented people – artists!

Finally, the founder of the festival, Nugzar Chiaberashvili apologizes to the participants and their fans …

Finalists:

Monica Akhvlediani

Shaban Mammadov

Tamila Saginadze

Maia Antidze

Tatiana Baturina

Alexander Cossack

Luka Margvelashvili

Nino Napishvili

Tamuna Lursmanashvili

Nermin Aliyeva

Amelia Nebesnaia

Julia Valchina

Christine Hovhannisyan

Anna Matveeva

Mariam Butskhrikidze

Victoria Derenyuk

Ivan Gritsavi

Salome Dagundaridze

David Gasparyants

Marekh Murghulia

Agatha Pavlovska

Favorites of the festival founder who have a great chance to be remembered by the festival and the world:

Julia Baginska

Edward Viorel Seleuc

Selim and Kerim Altinok

Liana Kvashilava, who will perform a Megrelian song, will be invited as a special guest.