თამარ ალადაშვილის საიდუმლო, ვინ აკითხავს ხოლმე ქიზიყიდან და ივერია – ბრილიანტის ამბები

4516

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ადამიანური თვისებებითა და ნიჭიერებით შემკულია ჩემი რესპონდენტი… უყვარს სიკეთე და შემოქმედება, საოცრად გულწრფელია და კარგი მეგობარი!

ბევრის თქმა შემიძლია თამარ ალადაშვილზე, რადგან ძალიან დიდი ხანია ვიცნობ მას და უკვე ვმეგობრობთ, ამიტომ, მიკერძოებაში რომ არ ჩამეთვალოს, წაიკითხეთ ეს ინტერვიუ და თავად დარწმუნდით…

თუმცა, ვიდრე ინტერვიუს წაიკითხავთ, ერთი აუცილებლად უნდა იცოდეთ: „ივერია – ბრილიანტის“ მუსიკა მან დაწერა, რომელიც ძალიან მოკლე ხანში ნამდვილ ჰიტად იქცა. რა თქმა უნდა, სიმღერა „თსუ გორდელასთან“ ერთად შეასრულა და ამან უფრო მეტი პოპულარობა და პოზიტივი მოუტანა სიმღერას – „ხელები ზეცისკენ“, რომელიც შშმ პირების კი არა, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანთათვის შეიქმნა, ყველასთვის ცნობილი და პატივმისაგები ლადო კახაძის ტექსტზე. ამისთვის, ორივეს მადლობა ვუხდით!

– თამარ, როგორ დაიწყო შენს ცხოვრებაში სიმღერა?
– სიმღერა და ზოგადად მუსიკა ჩემს ცხოვრებაში დაბადებიდანშემოვიდა, შეიძლება ითქვას, რომ ერთად დავიბადეთ, რადგან ოჯახში ყველა მღერის. დედა ყოველთვის გვანებივრებდა  კლასიკური მუსიკით,ქალაქური სიმღერით… პაპისგან მახსოვს ფანდური და მისი ნამღერი იავნანები. პაპა რომ ცოცხალი იყოს აუცილდბლად შევძლებდი მისი ნამღერების გაცოცხლებას…
– როგორ მოხვდი „თსუ გორდელაში“?
– „თსუ გორდელაში მოვხვდი ჩემი მომღერალი დის დამსახურებით, ის სწავლობდა მეორე მუსიკალურ კოლეჯში,სადაც რეალურად პირველად შეიკრიბა ჯგუფი და შემდეგ მოხდა მათი სრული დაკომპლექტება უკვე თსუ-ში… იდეის ავტორი თენგიზ ყურაშვილი გახლდათ, რომელმაც ბატონ თამაზ მამალაძეს შესთავაზა, რომ შექმნილიყო ქალთა ჯგუფი, რომელიც ყველა ქართულ საკრავზე შეძლებდნენ დაკვრას და სიმღერას. შედეგი თქვენც მოგეხსენებათ როგორი ჯგუფი შედგა…
– რა რის რეალურად სიმღერა?
– სიმღერა რეალურად -ამ სამყაროსთვის განსაკუთრებული ფერია, რომელსაც ერთ კონკრეტულ ფერად ვერ აღიქვამ… ის ნაზავია – მასში ყველაფერი ბრწყინავს…

– რისი თქმა გინდა შენი ხელოვებით – სიმღერით?
-ბევრის თქმა მინდა, ბევრიც ვთქვი, თუმცა უფრო მეტის თქმას ვაპირებ… ჯერ არ ვიცი რას,მაგრამ კიდევ ვიტყვი ალბათ…
– კომპოზიტორიც ხარ, ტექსტებსაც თავად წერ. რთული არაა?
– რთული არაა რადგან, სულში მწიფდება ხოლმე ერთადეს ორი საოცრება. მათი განცალკევება უფრო რთულია…
– და ამ ყველაფერს ამბიციურობაში ხომ არ გითვლიან კოლეგები?
– შეიძლება… ეს ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ.
– შენი საყვარელი ინსტუმენტი რომელია და რატომ?
– ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი?! ვერ გამოვარჩევ და გეტყვით რატომ: ხასიათს გააჩნია – თითქოს ყველას თავისი დანიშნულება აქვს ჩემ ცხოვრებაში და შესაბამისად, სფროში. ყველა ინსტუმენტი საყვარელია ჩემთვის!
– რა არის შენი ძირითადი პროფესია და მისით არ მუშაობ?
– მენეჯერი ვარ პროფესიიით. და საკმაოდ კარგად ვახერხებ ამ პროფესიიისსაყვარელ საქმესთან შეთავსებას. კარგი მენეჯერი რომ არ ვიყო და მთელს გულს და სულს არ ვდებდე ჩემს საქმეში, ალბათ 14 წელი ვერ მივიდოდი იმშედეგებამდე, რაც მაქვს.
– შენი აღსაზრდელები რას გაძლევენ, რა სულიერ და პროფესიულ განვითარებას?
– თითქმის მათთან ერთად ყოველდღე ახალს ვსწავლობ, ძველს ვიხსენებ… ყოველი მათგანი თითოეული განსაკუთრებულია და განსაკუთრებულად მასწავლიან ბავშვის ფსიქოლოგიას, ადამიანურ თვისებებს, ღირებულებებს… ვცვლით ინფორმაციებს, აზროვნებას ვასწავლით ერთმანეთს… საოცრებაა ბავშვებთან მუშაობა!

– თამარ, დიდი პასუხისმგებლობაა ბავშვებთან მუშაობა. არ გაშინებს ეს?
– არ მაშინებს – პირიქით, სტიმულს მაძლევს და მაბედნიერებს. მე მათ მხოლოდ სიმღერას არ ვასწავლი – ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით უკეთესები გავხდეთ.
– შენი ბავშვების სოლო კონცერტებს როდის შესთავაზებ მსმენელს?
– დიდი სურვილი მქონდა ჩატარებულიყო კონცერტები… დაგეგმვით ჯერ ვერ ვგეგმავ, რადგან ამისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო. ფიზიკური შეხვედრები, რისი ფუფუნებაც სამყარომ დროებით წამართვა, ყველას წაგვართვა…
– საინტერესოა შენი აზრი, – დღეს რა ეტაპზეა შოუ ბიზნესი ან საესტდაო ცხოვრება?
– დღეს, ასე ვიტყოდი, რომ ყველა მღერის – საოცარი ქვეყანა ვართ… შოუბიზნესმა – სიტყვამაც და საქმემაც ერთნაირად დაკარგა შინაარსი და მგონი არსებობაც კი…
– კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით?
– აქამდე კმაყოფილი ვიყავი! მე გაჩერებას ვერ ვიტან! უკმაყოფილო მხოლოდ ამით ვარ…
– კორონა გადაგიტანია… რთული იყო და რა მდგომარეობაშ ხარ დღეს?
– რთული არ იყო… მართალი რომ გითხრათ, უფრო უცნაური იყო… მაგრამ პოზიტიურმა დამოკიდებულებამ და შინაგანმა ჟინმა, ინტერესმა, ამ დაავადების მიმართ უშიშრობამ და ბრძოლის უნარმა მსუბუქად გადამატანინა. მაინტერესებდა კიდეც როგორ მივიღებდი უცხო სტუმარს…
– „ივერია – ბრილიანტზეც“ ვისაუბროთ, შენ ხომ ამ ფესტივალის დიდი მეგობარი და მხარდამჭერი ხარ პირველივე დღიდან. რა მნიშვნელობა აქვს ამ ფესტივალს საქართველოსთვის და საერთოდ?
– „ივერია – ბრილიანტი“ – უმნიშვნელოვანესი პროექტია… როგორც წყალია საჭირო, ასეთივე საჭიროებაა მისი არსებობა, მითუმეტეს, იმ საოცარი ადამიანებისთვის, ვინც მასში მონაწილეობს და დღითიდღე იზრდებიან შემოქმედებითად.

– როგორია შშმ პირებთან მუშაობა?
– თავიდან მეგონა გამიძნელდებოდა, მაგრამ თვითონ ეს ნიჭიერი ადამიანები გიხსნიან ყოველგვარ დაძაბულობას, ბარიერს… ნუგზარ, მადლობა, რომ ამის საშუალება მომეცით!
– მეგობრობაც გამოგდის მათთან?
– ჩემი მეგობარი უსაყვარლესი მეგობარი ლუკა მარგველაშვილი გახდა,მისი ოჯახითურთ და აღფრთოვანებული ვარ  მათი სიკეთით! მეგობრობა კიდევ უფრო ღრმა მცნებაა და დიდად ვაფასებ მათთან ამ უანგარო დამოკიდებულებას – მეგობრობას!სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ ასე ხშირად და სრულად გვერდში დგომას,მაგრამ ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვართ.
– რა გეგმები გაქვს, შენ და ლუკა ხომ 2021 წელს, „ივერია – ბრილიანტის“ ონლაინ ფესტივალის გრან პრის მფლობელები ხართ და პოლონეთი და რუმინეთი გელით?
– ვგეგმავ ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხო ღირსეულად და ვასახელოთ სქართველო!
– რეალურად რას მისცემს „ივერია – ბრილიანტი“ ჩვენ განსაკუთრებულად ნიჭიერ ადამიანებს?
– უპირველესადგამოცდილებას და თავდაჯერებულობას. ეს ორი რამ ძნელად მოსაპოვებელია და თქვენ და ეს ფესტივალი ამას ხელს უწყობთ.
– რა გრძნობაა, როდესაც შენი დაწერილი,ინგლისურენოვანი სიმღერით „ივერია – ბრილიანტზე“ (ტექსტი, მუსიკა შენია) გაიმარჯვე, შვიდ ქვეყანაში?
– პასუხი ერთია – საოცარი გრძნობაა! მადლობა ვისაც ეს სიმღერა ასე მოეწონა და ჩვენ ეს სტატუსი მოგვანიჭა! ბედნიერი ვარ და ორმაგად მიხარია ის, რომ ლუკასთან ერთად ამ სიმღერამ ახალი სიცოცხლე შეიძინა – განსაკუთრებული!
– რამ დაგაწერინე ეს სიმღერა?
– ეს სიმღერა დავწერე ისრაელში. მოვილოცე იერუსალიმი,მოვიარე ფეხით და ამდენი დადებითი ემოცია, სიყვარული… და ამის შემდეგ ამ სიმღერამ ასე თავისთავად ამომათქმევინა, რაც, მგონია, რომ გასაკვირი არ უნდა იყოს – ისრაელი ხომ ისრაელია!
– როგორ ფიქრობ, რეალურად რა მდგომარეობაა საქართველოში შშმ პირთა სფეროში?

– აქამდე ასე არ ვიყავი ჩახედული ამ თემაში. და იცით სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, – კეთდება ბევრი კარგი რამდა მინდა, რომ უფრო ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდეს მათთვის.
– თუ გაკრიტიკებენ ხოლმე და რის გამო?
– ცვალებადი ხასიათის გამო ხშირად მეგობრები მაკრიტიკებენ. მუდმივად ფიქრის პროცესში ვარ და უცებ შეიძლება ისეთი რამ ამომიტივტივდეს თავში, ამ დროს დასმულ კითხვასაც კი არ ვპასუხობ და მეცვლება ხასიათი, სანამ სრულ ფორმას არ მოვუძებნი ხოლმე კონკრეტულ აზრს.
– რას გაიხსენებ ყველაზე სასიხარულოს შენი საესტრადო კარიერიდან?
– სოლო კონცერტზე შესრულდაჩემი ერთ-ერთი სიმღერა პირველად და მაშინ იყო საოცარი შეგრძნება, როცა გაუჩერებლად უკრავდნენ ტაშს… მაშინ მახსოვს სიხარულის ცრემლებს როგორ ვყლაპავდი…
– და ყველაზე ცუდი რა მომხდარა?
– ცუდი არაფერი მომხდარა…
– თამარ, ხატავ კიდეც. რატომ დაიწყე ხატვა?
– ხატვის სწავლა ყოველთვის მინდოდა… თუმცა, ამის არც დრო მქონდა და არც საშუალება და როგოორც კი შევძელი რომ ხატვა დამეწყო, დავიწყე!ყოველგვარი გაკვეთილების გარეშე – პირდაპირ ტილოზე დიდი, სურვილოთ მხოლოდ და მგონი გამომივიდა.
– ნახატის შექმნისას წინასწარ იცი რაც უნდა დახატო?
– არასდროს არ ვიცი რას ვხატავ. რაც გამოვა, რასაც შინაგანი მე გრძნობს იმ მომენტში, ალბათ იმას ვხატავ.
– და რა მიმდევრობაა შენი ხელწერა ხატვაში?
– მიმდევრობასაც ვერ დავარქმევ. უცნაურობებს ვხატავ…
– ჰყიდი ნახატებს?
– დღემდე არ მიცდია გაყიდვა. მხოლოდ საქველმოქმედო მარათონში დავდე და მაშინ გაიყიდა და ორ ბავშვს დავეხმარეთ იმ ფულით.
– რას გაძლევს ფერწერა?

– პირადად მე – თავისუფლების გრძნობას. სანამ ხატვას დავიწყებ ხოლმე, მაქვს შიშის გრძნობა, – რა გამოვა… და ბოლოს დასრულებულის ხილვა უკვე თავისუფლების განცდაა…
– ფერებს დიდი ნიშვნელობა ექნება შენთვისაც მხატვრობაში…
– ძალიან დიდი მნიშვნელობა და აზრი… ყვითელი და მწვანე განსაკუთრებულად მიყვარს! ლურჯი და მწვანე ერთად ქმნიან ჩემი ხასიათის ფერს…
– და შენს ჩაცმულობაში რა ფერს ანიჭებ უპირატესობას?
– შავი ფერი მიყვარს იმიტომ, რომ პრაქტიკულია, მუქი ლურჯი, ყვითელი, ვარდისფერი და ცისფერი.
– რა არის შენი მიზანი?
– საოცარი მიზანი მაქვს – ამ მიზნამდე რომ მივალ, გეტყვით პირველად თქვენ რომ ეს იყო ჩემი მიზანი…
– ჰობი თუ გაქვს?
– ჰობი – ადამიანების ფსიქოლოგიის შესწავლაა. დანარჩენი, რაც ჰობი მქონდა თითქმის პროფესიად ვაქციე.
– შეყვარებული არაა თამარ ალადაშვილი?
– თამარ ალადაშვილი შეყვარებულია… სიყვარული ის თემაა ჩემთვის, რომელსაც მხოლოდ სიმღერებში გამოვხატავ და ვსაუბრობ. დანარჩენი იმდენად საკუთარია ეს საკითხი, რომ – საიდუმლოა…
– როგორია ქიზიყელი გოგო?

– ქიზიყელია! ხშირად მაკითხავს ჩემი კუთხის ხასიათი…
– რა არის შენთვის საქართველო?
– საქართველო ჩემთვის სახლია! როცა ამ სახლში რაღაც ისე არ ხდება, საშინლად განვიცდი და მინდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი სიტყვა მეთქმოდეს ამ სახლში მშვიდობისა და კეთილდღეობის დასამყარებლად.
– და ბოლოს…
– ერთი ნაბიჯი წინ გადადგმული – მიზანთან მიახლოვებას ნიშნავს!