როგორ გახდა თამილა საგინაძე ცნობილი, გრან პრი, უკრაინული წარმატებები, ჯგუფი ურსა და…

2003

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

თამილა საგინაძე – ლამაზი აჭარის ნიჭიერი შვილია! წარმატება მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას უთხრას, რომ არ არსებობს შშმ პირი, რომ მათ ადაპტირებული გარემო თუ ექნებათ, შეუძლიათ ქვეყანას მეტი სარგებელი მოუტანონ! მისი წარმატებების და ემოციების, საზოგადოებისა და შშმ პირების ურთიერთ მიდგომების და სამომავლო გეგმების შესახებ ამ ინტერვიუდან გაიგებთ.

– თაკო, გაეცანი საზოგადოებას, ვინ ხარ?
– მე ვარ თამილა საგინაძე. ვცხოვრობ ქალაქ ბათუმში. ვარ 26 წლის. ვწავლობდი ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში მუსიკის განხრით.
– როგორია შენი აჭარა – ბათუმი?
– ჩემი აჭარა არის ტურისტული ზონა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებით, კლიმატური პირობებით და სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობით, საოცრად ლამაზი ბუნებით.
– რა გიყვარს ყველაზე მეტად ბათუმის, აჭარის?
– ყველაზე მეტად მიყვარს ბათუმის ბულვარი.
– ალბათ საყვარელი კერძიც გექნება?
– საყვარელი კერძები – ბოსტნეულის სალათები.
– „ივერია – ბრილიანტის“ შესახებ მოგვიყევი…
– ,,ივერია-ბრილიანტმა’’  მომიტანა უამრავი წარმატება. ამ პროექტის საშუალებით გაიზარდა ჩემი პოპულარობა. ჩემი ერთ-ერთი პირველი წარმატება უკავშირდება ქალაქ რუსთავში 2019 წლის ოქტომბერში გამართულ ღონისძიებას, – შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“. ამ ფესტივალზე შევასრულე უცხო ენოვანი სიმღერა, რომელმაც მომაპოვებინა მესამე ადგილი, უკრაინის საგზური იქაც საერთაშორისო ფესტივალზე და უმთავრესი – ხალხის სიმპათია.
– თამილა, რეალურად რა მოგცა ფესივალმა „ივერია – ბრილიანტმა“?
– „ივერია-ბრილიანტის“ ფესტივალმა მომიტანა წარმატება და თავდაჯერებულობა, სიახლის ძიება და მეტი წარმატების მოპოვების სურვილი.

– არ გეშინოდა დიდი სცენის?
– ჩემთვის სცენა უცხო არ იყო, რადგან სკოლის ასაკიდან ვმღერი.
– შენი საყვარელი სიმღერა, რომლითაც ამ ფესტივალის გამარჯვებული გახდი?
– ჩემი საყვარელი სიმღერაა ადელის someone like you  და hallelujah. სწორედ ამ ორმა სიმღერამ მომიტანა წარმატება პირველ გასვლაზე.
– გაიხსენე ის ემოცია, როდესაც რუსთავში „ივერია – ბრილიანტის“ გალა დაჯილდოებაზე გაიგე, რომ უკრაინაში მიდიოდი…
– როდესაც ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს ეს იყო დიდი სიხარული… ძალიან მიჭირს ახლაც ემოციების გადმოცემა.
– და უკრაინულმა ფესტივალმა რა მოგცა?
– თავდაჯერულობა და სტიმული მიზანდასახულობის. მომცა ის, რომ მეც შემიძლია ჩემი სამშობლო ვასახელო და წარმოვაჩინო და ამაზე დიდი ბედნიერება და წარმატება არაფერია…
– უკრაინაში პირველი გამგზავრება იყო ეს უცხოეთში?
– ჩემთვის პირველი გასვლა იყო და ძალიან ლამაზ ქვეყანაში, რომელიც არასოდეს დამავიწყდება!
– რა არის დღეს შენთვის „ივერია – ბრილიანტი“?
– ჩემთვის ,,ივერია-ბრილიანტი’’ არის წარმატებისა და საზოგადოების გაცნობის საშუალება.
– დუეტის ჩაწერა ვისთან გინდა?
– დუეტის ჩაწერას ვისურვებდი ჯგუფ ,,ურსასთან’’ ერთად.
– დუეტების მომზადება არ გაგიჭირდა „ივერია – ბრილიანტის“ ონლაინ ფესტივალისთვის?


– არ გამიჭირდა, რადგან ჩემთვის სიმღერა მშობლიურია. პირიქით, დუეტებმა მეტი საშუალება მომცა საკუთარი თავის რეალიზებისთვის!
– ძალიან დიდი შრომა გასწიე ამ ერთი წლის მანძილზე, დაგიფასდება და პოლონეთში და რუმინეთში მოგიწევს წასვლა. რას ჰპირდები შენს გულშემატკივარს?
– ჩემს გულშემატკივარს ვპირდები, რომ გავამართლებ მათ იმედებს და გავხდები მათთვის უფრო საინტერესო.
– რამდენად ელოდი „ივერია – ბრილიანტის“ ონლაინ ფესტივალზე გამარჯვებას?
– ნამდვილად არ ველოდი. ჩემი წარმატება დაუჯერებელი იყო – გრან პრის მფლობელი გავხდი! სიტყვებს ვერ ვპოულობდი ემოციების გადმოსაცემად. ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი უბედნიერესი დღე, რომელიც მუდამ მემახსოვრება.
– რეალურა ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაგიცნო ონლაინ ფესტივალის საშუალებით. ბათუმში რა გამოხმაურება ჰქონდა შენს გამარჯვებას?
– რა თქმა უნდა, ჩემთანაც იყო მოლოცვები ზარებით, მესიჯებით, კომენტარებით ფეისბუქზე და…
– რა ხდება ბათუმში – აჭარაში შშმ პირების საკითხებში, სწავლა, დასაქმება, უფლებები?…
– მეტ-ნაკლებად ექცევა ყურადღება უსინათლოთა და მცირემხედველთა საჭიროებებს. მე თავად ვცდილობ საკუთარი გამოცდილება გავუზიარო უსინათლო პირებს და ვიზრუნო მათი ცნობიერების ამაღლებაზე. ასევე ფართო საზოგადოებამ იცოდეს ჩვენს შესახებ მეტი და ბევრი საერთო გვქონდეს, ერთმანეთთან ახლოს ვიიყოთ – ინტეგრირებულნი…


– თამილა, შენ რომ შეგეძლოს პირველ რიგში რას შეცვლიდი შშმ პირებისათვის?
– პირველ რიგში, რომ შემეძლოს, გარემოს გავხდიდი ადაპტირებულს, დავატრენინგებდი სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლის პედაგოგებს.
– საბოლოოდ ესტრადას უნდა მიუძღვნა თავი?
– სანამ ჩემი ნიჭი საშუალებას მომცემს, მანამდე ვიმღერებ.
– სამომავლო გეგმებზე გვესაუბრე…
– სამომავლოდ ვაპირებ უმაღლესი განათლების მიღებას, წელს ვაპირებ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას. თუმცა სიმღერა ჩემი ცხოვრების ჰობად და თანამგზავრად დარჩება.

პ.ს. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება – წარმატებულად! ასევე, ყოველი მონაწილისთვის, გულშემატკივრისთვის და პარტნიორისთვის საამაყოა დავიცვათ საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სრულიად საქართველო და სამყარო უნდა ჩაერთას „ივერია – ბრილიანტში“, რომ მეტად ლამაზი, წარმატებული, ბედნიერი – თანაბარი იყოს ჩვენი ცხოვრება!

და ბოლოს, საქართველოში მალე ევროვიზია გაიმართება – შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალით – „ივერია – ბრილიანტი“, რასაც, 2021 წლის მაისიდან წინ წარუძღვება ონლაინ ფესტივალი, რომელიც პრაქტიკულად აღნიშნული ევროვიზიის შესარჩევი იქნება…