პრემია ივერია – ჟიურის და გამარჯვებულთა ვინაობა და დაჯილდოება…

1897

გასული წელი კოვიდ პანდემიის შეზღუდვების გამო ყველა სფეროსთვის რთულზე რთული იყო და ლიტერატურულ და საგამომცემლო საქმიანობასაც დაეტყო, პასიური გახდა… თუმცა,„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიამ“ მოახერხა და წელი არ ჩააგდო, – გალა დაჯილდოებისთვის ემზადება…

„შეგახსენებთ, რომ პრემია „ივერიის“ გალა დაჯილდოება ყოველ წელს, ტრადიციულად 3 მარტს იმართებოდა, ილია მართლის-ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომრის გამოცემის დღეს… მკითხველს შევახსენებთ, რომ სწორედ ამ დიდებული, ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, პოლიტიკური განათლების და საზოგადოების აზროვნებისთვის, ლიტერატურის განვითარებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოცემას – გაზეთ „ივერიას“ უკავშირდება პრემია „ივერია“. რეალურად პრემია „ივერიას“ საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც იგი აღვადგინე და ხელმეორედ, დედნის ანალოგიად გამოვცემ 2011 წლის 3 აგვისტოდან, რა თქმა უნდა, მისი უწმიონდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით“, – ამბობს ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

„პრემია „ივერიის“ წლევანდელი დაჯილდოება ტრადიციული 3 მარტის ნაცვლად 20 მარტს გაიმართება, რა თქმა უნდა, კორონა ვირუსის გამო… ჟიურის შეკრება მაინც ტრადიციული იყო, ილიას საგურამოს სახლ-მუზეუმში, 28 თებერვალს. ჟიურის ვინაობას და გამარჯვებულთა სახელ-გვარებს ამ ეტაპზე ისევ ინკოგნიტოდ ვტოვებთ და, ტრადიციისამებრ, გალა დაჯილდოებას ველოდებით, ამ შემთხვევაში 20 მარტს, 12:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გუდიაშვილის 7 ნომერში. სწორედ მაშინ გახდება ყველაფერი ცნობილი. მომავალი წლიდან ისევ ტრადიციულ 3 მარტს იქნება დაჯილდოება“ – განაცხადა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

წელსაც იყო ავტორთა და მონაწილე ქვეყნების სიმრავლე, რაც პრემია „ივერიის“ პოპულარობას უსვამს ხაზს.

„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 2013 წლის 28 ნოემბრიდან. პროექტს ახორციელებს „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა“ და „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი“.

გაზეთ „ივერიის“ შესახებ იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: ივერია“ — ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებშიჟურნალის სახით, 1886 წლიდანყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგეი მესხი (1881, „დროებისადაივერიისრედაქციების გაერთიანებისას), ივანე მაჩაბელი (1882-1884), ალექსანდრე სარაჯიშვილი (1901 წლის 4 დეკემბრიდან); გრიგოლ ყიფშიძე (1903-1905), შემდეგ გაზეთის დახურვამდე (1906 წლის 27 აგვისტო) ფილიპე გოგიჩაიშვილი.

ივერიაიყო მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანო, მისი პროგრამის ძირითადი ნაწილი ითვალისწინებდა ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას და პოლიტიკური დამოუკიდებლობის იდეის სამსახურს. „ივერიათემატურად მრავალფეროვანი იყო, რაც განსაზღვრა ქართველი ხალხის ეროვნულმა, სოციალეკონომიკურმა და კულტურულმა ვითარებამ და რედაქტორისა და მისი თანამშრომლების განმანათლებელმა იდეებმა. გაზეთი აშუქებდა მუშათა მოძრაობის საკითხებს საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის საკითხებს და სხვა. ილია ჭავჭავაძემ დანერგა პუბლიცისტური ჟანრიშინაური მიმოხილვა“, რომელიც ვრცლად და ფართოდ ასახავდა ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ და საარსებო პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს. დიდი ადგილი ეთმობოდა სახალხო განათლების საკითხებს, სკოლას, მასწავლებლებს, მთავრობის პოლიტიკას განათლების დარგში და აღზრდის სისტემას. „ივერიამგანსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული მწერლობის განვითარების საქმეში. თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟაფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ნიკო ლომოური, ეკატერინე გაბაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, სტეფანე ჭრელაშვილი, და სხვა , ნიჭიერი კორესპონდენტები და ჟურნალისტები; ალექსანდრე ყიფშიძე, . ყიფშიძე, ალექსანდრე ნანეიშვილი, არტემ ახნაზაროვი, . მიქელაძე, გიორგი ლასხიშვილი და სხვა. გაზეთი მდიდარ ინფორმაციას აწვდიდა მკითხველს თანამედროვე საზღვარგარეთის ლიტერატურაზე, თავს უყრიდა და აქვეყნებდა ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშებს.

1989 წლის 20 თებერვალს გაზეთიივერიაზურაბ ჭავჭავაძემ აღადგინა და პერიოდულად, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით, 1997 წლამდე გამოდიოდა. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე, ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.