როგორ ებრძვის ზურაბ უტიაშვილის გუნდი Covid 19-ს

1731

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, როგორც ყველაზე ძველი და ტრადიციული საავადმყოფო, თავის მაღალკვალიფიციურ პერსონალთან ერთად, კვლავ ურყევად დგას ქვეყნის სამსახურში. ურთულეს პერიოდში, Covid 19-ის პანდემიის დროს, კლინიკამ საკუთარი, ისტორიული სიტყვა თქვა და ძალიენ ბევრ ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა!

2020 წლის 14 სექტემბრიდან აღნიშნული კლინიკა, დირექტორის – ზურაბ უტიაშვილის ხელმძღვანელობით სრული დატვირთვით ჩაერთო Covid 19-ით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 200 საწოლზე გაშლილი სტაციონარული მიმართულების განყოფილებები ამჟამად იღებს მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს.

დღეის მდგომარეობით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა და ოჯახს დაუბრუნდა ათასობით პაციენტი. შესაბამისად, უწყვეტად იღებენ პაციენტების წერილებს სადაც ისინი მადლიერებას გამოთქვამენ ჩვენი მაღალკვლიფიციური სამედიცინო პერსონალისა და მენეჯმენტის მიმართ.

აღსანიშნავია რომ კლინიკის დირექტორი ზუარაბ უტიაშვილი არაერთხელ იყო ჩართული ქვეყანაში განვითარებული საგანგებო სიტუაციების, მათ შორის პანდემიების, მართვაში! ამიტომაც, საზოგადოებას ვაძლევთ ზურაბ უტიაშვილის შესახებ ცოტა მეტ ინფორმაციას, რადგან იცოდნენ მათ ვინ ეხმარება მაქსიმალური ძალისხმევით…

განათლება – უმაღლესი, 1989-1996 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1997-2001 ასპირანტურა;

სამუშაო გამოცდილება:

2015 წლიდან დღემდე შ.პ.ს. ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს“ დირექტორი;

2016-2019 მიწვეული თანამშრომელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში;

2014-2015 სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფროსი მრჩეველი, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:

2009-2014 საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დაპარტამენტის უფროსი;

2008-2009 საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის სამსახურის უფროსი;

2007-2008 საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის სამმართველოს უფროსი;

2006-2007 საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის განყოფილების უფროსი;

2004-2006 საიდუმლო განყოფილების უფროსი;

2001-2004 კადრების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

სახელმწიფო ჯილდოები:

2014 სახელმწიფო წარდგენა გაეროს მოსახლეობის ფონდის დაჯილდოებაზე, 2014 წლის საუკეთესო სახელმწიფო მოხელის ნომინაციაზე: ,,პოლიტიკის შემუშავებასა და საზოგადოებრივი აზრის დაცვა“(საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო);

2008 წლის ომის ვეტერანი;

2008 ,,ღირსების ორდენი“ რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისთვის, სამედიცინო ევაკუაციის ორგანიზებისთვის;

2008 მედალი „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისთვის“ რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილთა და დაშავებულთათვის აღმოჩენილი დახმარებისთვის და სამედიცინო ევაკუაციის ორგანიზებისთვის (შსს).