COVID-19 უკვე ევროპის ყველა ქვეყანაში დადასტურდა

2121

მოამზადა:
ქეთი მარტიაშვილი
დღევანდელი მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი ევროპის ყველა ქვეყანაში დადასტურდა. ამ დრომდე არსებული ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვიირუსი არ იყო დაფიქსირებული, მონტენეგრო გახლდათ, თუმცა დღეს ქვეყნის პრემიერ მინისტრმა დუშკო მარკოვიჩმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც კორონავისურის ორ დადასტურებულ შემთხვევაზე საუბრობდა.

დაინფიცირებულები შუახნის ქალბატონები არიან, რომელთა საცხოვრებელი ადგილიც ეპიდემიის შედეგად დაზარალებულ რაიონებში იყო.

ვირუსის ოფიციალურ დადასტურებამდე მონტენეგროს ხელისუფებამ დახურა სკოლები, ბაღები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამასთან ერთად – აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები და რამდენმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა მისი საზღვრები.

დღევანდელი მონაცემებით, ნაწილობრივ შეჩერდა როგორც საჰაერო – ისე, სარკინიგზო და ატობუსების მომსახურება.