ვისთან დათმო გოგიტა არქანიამ ორთაბრძოლა…

546

პოლონეთში მესამე ევროპული თამაშები გაიმართა, სადაც საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი, ქართველი კარატმენი, ოლიმპიელი გოგიტა არქანიაც მონაწილეობდა. ქართველი კარატისტი პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, აღნიშნულ სპორტულ თამაშების ბრინჯაოსმედალოსანია.

გოგიტა არქანიამ +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ნახევარფინალური დაპირისპირება საკმაოდ ძლიერ სპორტსმენთან, თურქ ფათიჰ შენთან დათმო.

სპორტის მინისტრის მოადგილემ გოგიტა არქანიას მესამე ევროპულ თამაშებზე წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანიამ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მეორედ მოიპოვა.

იმედია, რომ გოგიტა არქანია არაერთხელ ასახეკლებს საქართველოს.