თბილისში გოჯუ რიუ კარატეს აკადემია შენდება!

429

სპორტის გულშემატკივრებისთვის და განსაკუთრებით კარატეს მიმდევართათვის და მოყვარულთათვის ძალიან კარგი სიახლე გვაქვს! თბილისში, ლისის ტბის ტერიტორიაზე გოჯუ რიუ კარატე დოს აკადემია შენდება!

მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, ეს იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერი მსურველი დაეუფლება ნამდვილ საბრძოლო ხელოვნებას, სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეს, მაღალ ინტელექტუალურ განვითარებას შეძლებს და ჯანსაღი ცხოვრების წესს შეითვისებს! თავად გოჯუ რიუ კარატე ხომ ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც ადამიანს დისციპლინას და ჰარმონიულ განვითარებას აძლევს, ჭეშმარიტ საბრძოლო ხელოვნებას ასწავლის. ამაზე დაწვრილებით სხვა დროს…

მოკლედ, ამ დიდებული იდეა-პროექტის ავტორი და განმხორციელებელი საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, მეხუთე დანის მფლობელი და მრავალგზის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ლევან როგავაა თავის გუნდთან ერთად.

მშენებლობისთვის სულ ახლახანს, კიდევ ერთი დახმარება მიიღო მშენებარე აკადემიამ, ამჯერად, კანადიდან, IOGKF-ის (ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს საერთაშორისო ფედერაცია) ხელმძღვანელისგან და ლეგენდარული იაპონელი კარატმენისგან, სენსეი ტეცუჯი ნაკამურასგან, რის გამოც ლევან როგავა საკუთარ ფეის ბუქის საშუალებით მოკრძალებულ მადლობას უხდის საკუთარ მასწავლებელს და ოსტატს.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი აკადემია საქართველოში პირველად შენდება და ერთადერთი იქნება თავისი შინაარსითაც…

მადლობა სენსეის!

Today we received a donation from Nakamura Sensei and IOGKF Canada for the construction of the Goju-Ryu Academy.
Thank you very much for this step Sensei, I really appreciate it.
Soon we will all celebrate the opening of this very special place together.
Domo Arigatogozaimashita…

Tetsuji Nakamura
IOGKF Canada

დღეს მივიღეთ შემოწირულობა ნაკამურა სენსეისგან და IOGKF კანადისგან გოჯუ-რიუს აკადემიის მშენებლობისთვის.
დიდი მადლობა ამ ნაბიჯისთვის სენსეი, ძალიან ვაფასებ ამას.
მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ განსაკუთრებული ადგილის გახსნას.
დომო არიგატოგოზაიმაშიტა…

აქვე გთავაზობთ ლევან როგავას მოკრძალებულ თხოვნა-მიმართვას საზოგადოებისთვის, რომელიც მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა:

მეგობრებო,
აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს დაგეგმილი გრაფიკით, შეფერხების გარეშე. გუშინ დასრულდა პირველი სართულის ფილის დასხმა მთელ პერიმეტრზე. შემდეგი ეტაპი არის სახურავისთვის ლითონის ფერმების მონტაჟის სამუშაოები.

ამ ეტაპზე კი აუცილებელია დავიწყოთ ღობის მშენებლობა, რაშიც თქვენი მონაწილეობა და დახმარება გვჭირდება. სრული ტერიტორიის შემოღობვის ღირებულება არის 50 000 ლარი.

მინდა გთხოვოთ, ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, რომ შევაგროვოთ ეს არც თუ ისე მცირე თანხა.

აგრეთვე მნიშვნელოვანი დახმარება იქნება თუ ბიზნეს კომპანიებზე მიგიწვდებათ ხმა და გვიშუამდგომლებთ დაფინანსების ინიციატივით, რადგან ბევრი მათგანი ქველმოქმედებას ახორციელებს და ეხმარებიან მნიშვნელოვან პროექტებს.

აკადემიის ეზოს წინა მხარე, ანუ შესასვლელი იქნება იაპონური ვიზუალის და შინაარსის მქონე, ქვის, ხის და ლითონის კომბინაციით. გარშემო კი პანელური ღობე დამონტაჟდება ბუნებრივი გამწვანებით.

იმედი მაქვს, რომ არ მოგაბეზრეთ თავი და კარგად გესმით ამ პროექტის მარადიულობის და თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავალი თაობებისთვის მას.

მადლობა გვერდში დგომისთვის!

საქართველოს ბანკი:
#GE24BG0000000553489944
თიბისი ბანკი:
#GE35TB7643136515100087

ვისაც რა შეგიძიათ, ჩაერთეთ ამ საშვილიშვილო საქმეში!