წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“

2877

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ასმათ მაჭავარიანი – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2019 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის პოეტი“

ასმათ მაჭავარიანი

საქართველო დამიკემსე დედაო,
ნაჭერნაჭერ შეურჩიე ფარჩა…
თორემ ხედავ? – გაწეწეს და დაგლიჯეს.
საგვირისტეც, ლამის აღარ დარჩა…

შენი მიწა დაიფარე უფალო,
იბერთ სული-ძლეული და მწირი.
ლამის, უკვე ცრემლებიც კი დამიშრა,
სიმწრისაგან, უკვე ვეღარც ვტირი..

რუდუნებით მიაკერე დედაო,
რაც დავკარგეთ, ან ნაჭრებად დარჩა
სამაჩაბლო, აფხაზეთი, სვანეთი,
იმერეთი, გურია და რაჭა…

ერის სული დამიკემსე დედაო! –
მოაგროვე შენს ქარგასა შინა,
ოქროს სირმით მოიქარგე დედაო,
შენი წილი მიწა-წყალი, ბინა…

საქართველო დამიკემსე დედაო!…