პრემია ივერია – ვინ დაესწრება წლევანდელ დაჯილდოებას?!

2186

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“ მერვე გალა დაჯილდიებას გამართავს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 20 მარტს, 12:00 საათზე.

„მადლობა ყველას, ვინც წლევანდელ პრემია-კონკურს „ივერიაში“ ჩაერთო, რადგან ყველას – მხარდამჭერს, ჟურის წევრს, სპონსორს თუ ლიტერატურის მოყვარულს, რადგან მათი უანგარო ჩართულობით ჩვენ შევძელით უკვე მერვედ გავმართოთ გალა დაჯილდოება. ჩვენი პროექტი ყოველწლიურად იზრდება და წელს უკვე მესამედ ვატარებთ საერთაშორისო ფორმატში. წლევანდელ კონკურსში შვიდი ქვეყანაა ჩართული – საქართველო, პოლონეთი, უკრაინა, ლიეტუვა, სომხეთი, რუმინეთი, თურქეთი.

ამ განცხადების ერთ-ერთი უმთავრესი შინაარსი ის გახლავთ, რომ წელს კოვიდ პანდემიის გამო, დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე დაჯილდოება შეზღუდული სახით ჩატარდება. წლევანდელი დაჯილდოება განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტით: გამარჯვებულები, ჟიურის წევრები, საპატიო სტუმრები, სამი მუსიკალური შემსრულებელი და ძალიან მცირე რაოდენობა წლევანდელი მონაწილეები და გასული წლების ლაურეატები. ასე რომ, სულ 50 (ორმოცდაათი) ადამიანი დაესწრება 20 მარტს „ივერიის“ დაჯილდოებას. როგორც საზოგადოებას ახსოვს, პრემია „ივერიის“ დაჯილდოება ყოველთვის ღია იყო, თავისუფალი დასწრება გვქონდა… შესაბამისად, გთხოვთ გაითვალისწინოთ წლევანდელი აღნიშნული გარემოება და აუცილებლად დაესწროთ დაჯილდოებას.

დანარჩენ მონაწილეებს მონაწილის დიპლომებს გადავცემთ უახლოეს ღონისძიებებზე, რომელიც ამ თვეებში იგეგმება. ასევე, ეს მნიშვნელოვანი დიპლომი შეუძლიათ მიიღონ ჩვენი ოფისიდან.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს პატრიარქი, ილია.მეორის ლოცვა-კურთხევითა და პატრონაჟით, სადაც ჩართულია ცნობილი და დამწყები პოეტები, მწერლები, მსჯავრდებულები, შშმ პირები, საქართველოს ეროვნული უმცირესობები და უცხოელი მწერლები, ასევე ხატმწერები, მხავრები და ფოტოხელოვანები… პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია შშმ პირთა და საზოგადოებაში ადაპტაცია და რესოციალიზაცია, პროექტი-პრემია იცავს საქართველოს ევროპასთან ასოცირების 349-ე მუხლის დ პუნქტს.

გთავაზობთ დამსწრეთა სიას: ლადო კახაძე, ავთო ნემსიწვერიძე, ომარ ნიშნიანიძე, თაკო გიგაური, ნანა ჯიქია, გიორგი კრავეიშვილი, ალექს სვაზიანი, თამაზ სულაძე, ქეთევან დუმბაძე, დავით ივანიშვილი, ვანიჩკა პავლიაშვილი, თინათინ მღვდლიაშვილი, მაყვალა გონაშვილი, ბადრი სულაძე, თაკო ჩარკვიანი, გოჩა ჭაბუკაიძე, ციური მჭედლიძე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა და მისი მეუღლე დაივა კალინდრიენე, ვიდას კავალიაუსკასი – პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძრვანელი, ნინო ჩარგეიშვილი, მაია გელაშვილი, თამარ ფარჩუკიძე, ჯუმბერ გოგრიჭიანი, ბესიკ ჩუბინიძე, ლეილა არჩემაშვილი, ცირა ტურაშვილი, ნინო უძილაური, ეკა კვიციანი, გიგლა ჭინჭარაული, ეკა ავაზაშვილი, სოფო ბოცვაძე, იზო სანთელაძე, გულთამზე ბესალაშვილი, ანა ქადაგიშვილი, ივანე პატარქალიშვილი, ლალი მჭედლიძე, ვახტანგ ქურდოვანიძე, ჯაბა ქვლივიძე, ნინო ნაფიშვილი, მაია კახიძე, მაია ხოფერია, ნანა ყალიჩავა, ნინო ქანთარია, ირმა კიკოლაიშვილი. აქვე დავაკონკრეტებთ, ჩამონათვალში მოცემულია მხოლოდ ისინი, ვინც დანამდვილებით ვიცით, რომ შეძლებენ დაჯილედოებაზე დასწრებას. გამარჯვებულთა სრულ სიას ამავე საიტზე გამოვაქვეყნებთ 21 მარტს, დიპლომებთან და წმინდა ილია მართლის ორდენებთან ერთად“, – ამბობს პრემია „ივერიის“ დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

გვჯერა, რომ მომავალი წელი მეტად მასშტაბური იქნება, რა თქმა უნდა, დამსწრეთა შეზღუდვების გარეშე, ამბობენ პრემია „ივერიის“ მესვეურები.