მეათე საიუბილეო გაალა დაჯილდოება თსუ-ში გაიმართება

1120

„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ მადლობას უხდის ყველას – ყველა მონაწილეს, ყველა პარტნიორს და მხარდამჭერს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ!

განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს, ბატონ ჯაბა სამუშიას, რადგან მან საშუალება მოგვცა ამ უდიდესი ცოდნის ტაძარში გავმართოთ პრემია „ივერიის“ მეათე საიუბილეო გალა დაჯილდოება. ეს ფასდაუდებელი საჩუქარია პრემია „ივერიისთვის“, ყველა მონაწილისა და სტუმრისთვის! თსუ-ში ჩვენი ღონისძიების გამართვა დიდი წარმატება და მადლია… ეს ათწლიანი შრომის კიდევ ერთი გვირგვინია.

მაშ ასე, გელოდებით 2023 წლის 3 მარტს, 15:00 საათზე, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში. გისურვებთ წარმატებას!“ – განაცხადა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემია „ივერია“ მეათე საიუბილეო წელს ითვლის, (2013 წლის 28 ნოემბერიდან) ეს უკვე ისტორიაა.

პრემია ივერია ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და პატრონაჟით.