პრემია ივერიის მასალებს ჟიური განიხილავს…

266

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიაში“ მასალების მიღება 28 იანვარს დასრულდა.

„ცხადია, შემოსული ლიტერატურა უკვე გადაიგზავნა ჟიურისთან, რომელიც მუშაობს და ტრადიციულად  ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლმუზეუმში შეიკრიბება მასალების განსახილველად.

ტრადიციულად, მეტი კომპეტენტურობისთვის და მიუკერძოებლობისთვის, ჟიურის ვინაობა უცნობია, ასევე უცნობია ჟიურის წევრებისთვის ერთმანეთის ვინაობა და ცხადია, მასალები დანომრილი ვორდის ფაელებითაა გაგზავნილი, რის გამოც ავტორთა ვინაობის დადგენა შეუძლებელია“, – განაცხადა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

როგორც იცით, 2024 წლის პრემია „ივერიის“ დაჯილდოება უფრო მკაცრია – მხოლოდ 12 ნომინაციაში გაიცემა, რასაც დაემატება დამფუძნებლის მიერ საკუთარი ფონდიდან სამი პრემია და ორდენი.

პრემია „ივერია“ თავისუფალი საერთაშორისო პროექტია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურულ-სოციალური პროექტია, მოიცავს ხელოვნების ყველა სფეროს.

2024 წლის პრემია „ივერია“ ეძღვნება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის აღსაყდრების 46 წლისთავს და საიუბილეო თარიღს 91 წელი! რა თქმა უნდა, მეთერთმეტე დაჯილდოება ეძღვნება მშვიდობას – სრულიად სამყაროში!

პროექტი ხორციელდება პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და პატრონაჟით.

შეგახსენებთ, რომ პროექტში ჩართულნი არიან ყველა ასაკის, რელიგიის, სოციალური ფენის, ეროვნების ხელოვანები, ასევე უცხოელი შემოქმედები მათ შორის მსჯავრდებულები და შშმ პირები.

პრემია „ივერია“ წარმატებას უსურვებს ყველა მონაწილეს!

ჩვენ ვიცავთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს.