ლაურა სარალიძე: პრემია ივერიის ლაურეატი: წლის პოეზია

106

ლაურა სარალიძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2026 წლის ლაურეატი ნომინაციაში  „წლის პოეზია“

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან


მამულს
რატომ ტირიან ქრიზანთემები
შორეულ ნისლებს მომლოდინენი,
რას დაეძებენ მთაში ნისლები
უიარაღოდ მონადირენი.

იქნებ სამშობლოს დაჰბერა ქარმა
და აუშალა ქარაფს ფიქრები.
გადაწოლილან უხმოდ ქედები,
შენ გნახო, აღარ გარდავიცვლები..

მამულო ჩემო, გიხვევ ჭრილობებს,
ვეღარ ვერევი, სისხლად იცლები,
თუ ზედაზენზე გავარდა ტყვია,
თუკი დაგსეტყვავს მწარე ისრები.

მე რაღად მინდა სიცოცხლე ჩემი,
რას შეუნახო ქართლის ველები,
თუკი ისევე ჰკლავენ ილიას,
რომ ხმა ისმოდეს არ დანებების.

თუკი დადუმდა თერგი, არაგვი,
თუკი მტერს მივეც ზღუდე-კლიტენი,
რაღა აზრი აქვს საუკუნეთა
ბრძოლას, წამებას არდავიწყების.

წამოდექ ფეხზე, გენო ქართულო,
მოღალატეთა გაჟლიტე კასტა,
არ უღალატო ცოტნე დადიანს,
მე მოღალატე ქართველის არ მწამს.

დაე, იქუხოს სისხლმა ქართულმა,
დაე, იქუხოს გენმა ერეკლეს,
გადაიარე, შავო ღრუბელო,
არ შეაჩერო ცხენი, მეეტლევ!

ნუღარ მოიწყენს ქრიზანთემები…
შემომეგებე, ღრუბელო ქართლის,
ვინც მტერს გაუღო ციხე და კარი,
მე მას ქართველად ვერასდროს ჩავთვლი…

სხვა სიდიადე
ამ მიწის პატრონს
მე რად მინდა
სამოთხე უცხო?
ამ ზეცის პატრონს
სხვა სილურჯე
არ მინატრია,
მაყარეთ გულზე
მე კრწანისის
ყაყაჩოები,
გმირთა სანთლები
ჩაუქრობლად სულში ანთია.
ამ ენის პატრონს მე რად მინდა ენა სხვაგვარი?
ტკბილი ქართული
ფარნავაზის გამოწყობილი,
ამ ენამ მორთო შოთას ლექსი
მრავალხმიანი,
აკაკის სიტყვა 
ბულბულივით
ლექსად წყობილი.
ამ ტაძრის პატრონს
მე რად მინდა
სხვა სალოცავი?
თბილი აკვანი
ყველა გმირის
აქ დარწეულა,
ამ მთების პატრონს
მე რად მინდა
სხვა სიდიადე?
ერეკლეს ხმალი
მამულისთვის
აქ აწეულა.
ამ სიდიადის მერე
არ ვარ მძებნი არაფრის,
ჩვენ ვართ პატრონი
ყველაფერის ამაღლებულის,
სულში დამჭერით,
მე არ მინდა
სხვა სიდიადე,
მუდამ ხარობდეს ჩემი მხარე აყვავებული.

კერა ჩემი
გაცრეცილა ჩემი სახლის კერა,
შეუცვლიათ ფანჯრებს თბილი ფერი,
საკვამურში აღარა ჩანს ბოლი,
დაღონებით სახლი ისევ მელის.

კაკლის ხემაც მოიწყინა ალბათ,
ეზო-ყურე დაუფარავს ბალახს,
ცრემლი დასდის ანგელოზებს ფუძის,
რომ დავბრუნდე ან რას ვეტყვი ახალს?

ხის ფოთლებმაც მოიწყინეს ალბათ,
ტყემლის ხეზე გაზაფხულიც კვდება,
უსხლავ ვაზებს გაუშლიათ ფრთები,
ტირიან და გულში კლავენ დარდებს.

მოწყენილი ჩემი სახლი კერა,
მელოდება ცრემლიანი თვალით,
დრო მიდის და მოლოდინიც ქრება,
მე კი დავალ მონატრებით მთვრალი.

მომეცით ხელი
მომეცით  ხელი,
ამიყვანეთ მაღლა ღრუბლებში…
მომეცით ხელი…
მზესთან ახლოს
და ღმერთთან ახლოს
წუთით შევიგრძნო სიდიადე
მათი სიმწველის,
რომ თაყვანი ვცე დიდებულად
და მივეახლო.
შევიგრძნო ძალა
თუნდ ცოდვილმა
რასთან მაქვს საქმე,
დე ,დამაბრმავოს
ცისარტყელას ფერებმა
მწველმა,
მხოლოდ სულ ერთხელ,
დიდებულის თბილი 
კალთის ქვეშ,
თუნდაც დასჯილმა,
ცოდვილმა და თუნდ უცოდველმა.
მომეცით ხელი –
პოეზიის მწვერვალებს
ამსვით,
სულ ერთი წუთით,
ერთი წამით
ვიგრძნო სიმძაფრე,
რადგან ლექსია ჩემი მუზა
და პოეზია,
მინდა ყოველთვის
პოეზიად, მუზად ვიწვოდე.

იები
მოხუცი კაცი სადგურის ბოლოს 
ყიდიდა იებს და ყოჩივარდებს,
ხელის კანკალით,
თვალზე სათვალით
ჩუმად ამხელდა უსიტყვო დარდებს.
წყვილები ქუჩას სერავდნენ ირგვლივ, დილა კი იყო
სისხამი, ცივი,
აკანკალებულ მოხუცის ხელში
კრთოდნენ იები
იმედის სხივით.

ფერეიდანში
ფერეიდანში 
ცრემლიანი თვალები დედის,
მოხუცი დედის,
სამშობლოში გამომზირალის,
მრავლისმეტყველი დედის მზერა საქართველოსკენ,
სამშობლოს ბედზე,
თავის ბედზე ხშირად მტირალი.
ფერეიდანში
არ დაკარგა დედამ ქართული,
ცეკვა, სიმღერა, ქორწინება,
ადათი, სუფრა,
მას გაუმარჯოს,
მის ქართულ სულს გულში იმედით,
დავბრუნდებიო,
შეინახა ყოველი სუფთად…
ფერეიდანში
იქით დედა, შვილი კი აქეთ,
საზღვრის პირიდან სიმღერებით მოსაუბრენი,
ჰე, თქვენ, მავანნო,
რად გახლიჩეთ შეას ოჯახი
საზღვრის იქიდან ჭირის, ლხინის მოზიარენი.
ფერეიდანში 
ცრემლიანი დედის თვალები,
მოიმედენი,
საქართველოს იხილავს ოდეს,
ბევრი ცრემლი და მონატრება
მათი თანმდევი,
ღვთისმშობლის მიწის  მონატრებით ქართველი კრთოდეს…
ფერეიდანში
გაუტეხელ ტომი ქართველთა;
წესი, ადათი,
რწმენა დიდი, ენა, ზნეობა,
შენ გაგიმარჯოს ფერეიდანს, ჩემო ქართველო,
დაბრუნებოდეთ, არ გეცვალოთ თქვენი მხნეობა.