დიზაინერ მარინე ქაციბაიას ემოციური მიმართვა…

1702

ძვირფასო მეგობრებო!
3 დეკემბერს საღამოს 6 საათზე საქართველოს უძველეს, ისტორიულ ქალაქ მცხეთის კილტურის სახლში ფესტივალ „ივერია – ბრილიანტისა“ და მისი დამაარსებლის ბატონ ნუგზარ ჭიაბერაშვილის ხელისშეწყობითა და დახმარებით, აგრეთვე პროექტის გენერალური პარტნორის მცხეთის მერიის (ქალაქის მერი გიორგი კაპანაძე) კეთილი ნებითა და თანადგომით გაიმართება ჩემ მიერ შექმნილი მოდების მორიგი ჩვენება!

წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო კოლეჯ „მერმისის“ და „ფეშენ ჰაუსის“ მიერ ჩემი ესკიზების მიხედვით შექმნილი სამოსელი.

მოწვეული იქნებიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები და პატივცემული სტუმრები!

აგრეთვე უმნიშვნელოვანესია ჩემთვის ის, რომ „მის უკრაინა 2018“ და ჩვენი ქვეყნის ცნობილი სახეები პოდიუმზე წარმოადგენენ ჩემს სამოსელს!

უმორჩილესად გთხოვთ, გვეწვიოთ!

პატივისცემით,

მარინე ქაციბაია