დაიბადა 1962 წელს, თურქეთის რესპუბლიკის შავიზღვისპირეთის ქალაქ გირესუნის ერთადერთი ქართულ სოფელში. ამის შემდეგ მისი ცხოვრება იმდენად საინტერესოდ წარიმართა, რომ იშვიათად მსგავსი ღრმა შინაარსის მქონე… ქართველია გულით, იღწვის და ცდილობს საქართველოს და თურქეთის კულტურა გააცნოს ერთმანეთს და სხვა ქვეყნებიც მეტად დააახლოვოს ამ გზით.
ეს არის ყველასთვის ცნობილი ორჰან ბერიძე, რომელმაც თავის თანამოაზრეებთან ერთად სტამბულში დააფუძნა შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი და ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტ ქართულ-თურქული საქმეს აკეთებს…
არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო: ბატონი ორჰანი არაჩვეულებრივმა ქართველმა მოღვაწემ, ქალბატონმა მერი დიასამიძემ გამაცნო და მადლიერი ვარ მისი…

– ბატონო ორჰან, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.
– ჩემ ბავშვობაში, ჩემ სოფელში, სულ ქართულად საუბრობდნენ. დედა თურქი მყავდა, ამიტომ მე არ ვიცოდი ქართული. მამაჩემი, მეზობლები და ნათესავები სულ ქართულად ლაპარაკობდნენ. მაშინ, რამდენიმე ქართული სიტყვის გარდა არაფერი არ მესმოდა.
– რა გიტაცებდათ ახალგაზრდობაში?
– ბავშვობაში ძალიან მაინტერესებდა საქართველო. მამაჩემი მიყვებოდა ძალიან ბევრს. საქართველო ენატრებოდა. მისი ბაბუის მამადან მამაჩემამდე მოსმენილ ამბებს მიამბობდა ხოლმე. მამაჩემი საქართველოდან გადასახლებულთა მეოთხე თაობა იყო. მეუბნებოდა, რომ საქართველო არსებობს, იქ ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ და ა.შ.. როცა რადიოს უსმენდა, მაშინდელი ელექტრონული საშუალებით, ხანდახან რუსულ სიტყვებს თუ გაიგონებდა, მაშინვე გევხვეწებოდა, – ბავშვებო ცოტა ჩუმად იყავით, შეიძლება ორიოდი ქართული სიტყვაც შეერიოს და სიამოვნებით მოვისმენო…
– პროფესია როგორ აირჩიეთ?
– პროფესია კარგად ვერც ავირჩიე, არ მქონდფა საშუალება. 25 წლის ასაკში ჩამოვედი სტამბოლში. სატამბოლის მერიაში მუშაკად ვმუშავობდი. მოვიდა დრო ამირჩიეს სტამბოლის მერიის საკრებულოს წევრად. მიწისძვრის პერიოდში მაშეველ სპეციალსიტად ვიმუშავე. კიდევ სხვადასხვა განყოფილებებში ხელმძღვანელად. 2012 წელს კი პენსიაში გადავედი.
– რატომ გადაწყვიტეთ ქართული ენის შესწავლა?
– 2005 წლამდე თურქეთში სხვა ეთნოსის წარმომადგენლებისთვის, მათი საქმიანობის ასოციაციის დაფუძნება არ იყო თავისუფალი. 2025 წელს თურქეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებისთვის ასოციაციების დაფუძნება შესაძლებელი გახდა. მაშინ დაარსდა სტამბოლში პირველად „საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია“ და მეც გავწევრიანდი. თურქეთში პირველად ამ ასოციაციაში დავიწყეთ ქართული ენის სწავლა, რომელიც საკვირაო სკოლის კურსებში იყო შესაძლებელი. ბავშვობიდან მინდოდა ქართული ენის შესწავლა და 45 წლის ვიყავი, რომ ეს შევძელი.

– და ქართული გვარის აღდგენის ისტორია მოგვიყევით.
– 2005 წელს, როდესაც ქართულ დიასპორაში შევედი, ძალიან მაინტერესებდა ჩემი წინაპრების ქართული, გვარი, ანუ არ ვიცოდი… შემდგომ წლებში, ვინც ჩამობრძანდა საქართველოდან, ჩემი სოფდლიდან, მათ შევეკითხე. მერე მე წავედი საქართველოში ჩემი წინაპრების სოფელში, კიდევ ისტორიკოსებს შევეკითხე, ყველამ მითხრა, რომ შენი გვარი, ბერიძეა. მერე საზოდაგოებრივ ქსელებში და საზოდაგოებაში ვწერდი ჩემ ქართულ გვარს – ბერიძე, რა თქმა უნდა, თავიდან არაოფიციალურად. მერე გადაწყვეტილება მივიღე და 2017 წელს ქალბატონი სეზენ გონენჩ ოქჯანით ანუ იგივე სალომე ბარამიძეს ადვოკატობით და ისტორიკოსს ბატონ მურად ქასაბის და შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის მმართველი საბჭოს წევერ ბატონ ერდოღან გუნეშის მოწმობით, ოჯახით დავიბრუნე ჩემი ქართული გვარი – ბერიძე.
ქალბატონმა სალომემ თავისი ადვოკატობით თურქეთში, რომელსაც სრულიად უფასოდ ახორციელებდა, ათზე მეტ ოჯახს ქართული გვარი დაიბრუნა.
– როგორ შეიქმნა ქართული საზოგადოება სტამბულში, „შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი“?
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2005 წლიდან დაიწყო ასოციაციების დაფუძნება. ბევრი ასოციაცია დაფუძნდა. ამ ასოციაციებთან ზოგთან ახლო ძმური, მეგობრული ურთიერთობა მქონდა. 2017 წელს ქალბატონი სალომე ბარამიძე იგივე სეზენ გონენჩ ოქჯანით და კიდევ სხვა ხუთ ადამიანთან ერთად სტამბოლში დავაფუძნეთ ასოციაციის დონეზე, თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით, „შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი“.

– რა არის თქვენი ცენტრის პრიორიტეტი?
– ჩვენი პირველი მიზანია, გავაცნოთ თურქ ხალხს და ასევე თურქეთელ ქართველებს ქართული კულტურა და საქართველო, რადგან ჯერ კიდევ ჩვენი, ქართული კულტურა თურქეთში არ იციან საკმარისად ცნობილი და პოპულარული. აქ უფრო მეტ პრობლემას ქმნის ენის ბარიერი. ამიტომ ვაკეთებთ ქართულ ღონისძიებებს: 14 იანვარს ქართული სახელმწიფო დროში დღე იმართება ხოლმე, საქართველოს დედაენის დღეს, 8 თებერვალი დავითობა ჩავატარეთ, 25 თებერვალი ოკუპაციის დღე, 3 მარტი დედის დღე, 17 მარტი გალაკტიონ ტაბიძის დღე, 9 აპრილი მსხვერპლების დღე, 14 აპრილი ქართული დედაენის დღე, 5 მაისი ზურაბ გორგილაძის დაბადების დღე, 17 მაისი ფრიდონობა, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 5 ივლის 1980 აჰმეთ ოზქან მელაშვილის გარდაცვლის დღე, 7 ნოემბერ ერეკლეობა, 8 ნოემბერ ილია ჭაცჭავაძის დაბადების დღე და ასევე ადვოკატთა დღე, 17 ნოემბერ გალაკტიანობა, 13 დეკემბერი ვახტანგ გორგასვლის ხსენების დღე და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები. ამ დღეებთან დაკავშირებით იუთუბში ბევრი ვიდეო გვაქვს გაზიარებული თურქულ ენაზე. კიდევ ინფორმაციას ვიზიარებთ ასოციაციის ფეისბუქზე, ინსტაგრამზე და ა.შ..
კიდევ ვაკეთებთ ქართულ საერთაშორისო ფესტივალებს, სამეცნიერო კონფერენციებს, ტელევიზიის პროგრამებს და ა.შ.. ხშირად დავდივართ საქართველოში, საქართველოს უნივერსიტეტებში, საჯარო სკოლებსა და არასამთავრო ორგანიზაციებშიც. სიამოვნებით ვიღებთ საქართველოდან ჩამობრძანებულ დელეგაციებს, ჟურნალისტებს, მეცნიერებს, პოეტებს, მწერლებს, პოლიტიკოსებს თუ სხვა…
ვაკეთებთ ქართული წიგნების პრეზენტაციებს და პოეზიის საღამოებს. ქართველი ემიგრანტები ხშირად დადიან ჩვენს და მეგობარ ასოციაციებში და მონაწილეობას მისაღებად.

– მოგვიყევით რუსთაველის ცენტრის სხვა წევრების შესახებ.
– სტამბოლის შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის შვიდი ოფიციალური მმართველი საბჭოს წევრი ჰყავს და ამჟამად 100 ოფიციალური წევრი. სამ წელიწადში ერთხელ, კანონმდებლობის მიხედვით კონგრესს ვაკეთებთ და შვიდკაციან მმართველ საბჭოს წევრებს და თავმჯდომარეს ვირჩევთ. დაარსებიდან შვიდი წელიწადი ასოციაციის თავმჯდომარე, ქალბატონი სალომე ბარამიძე იგივე სეზენ გონენჩ ოქჯანი იყო, ამჟამად მე ვარ.
ყველა ღონისძიებებს ჩვენ მმართველი საბჭოს წევრებთან ერთობლივ გადაწყვეტილების შესაბამის რვეულში, კანონმდებლობის მიხედვით, ვწერთ, ვაფორმებთ და ხელს ვაწერთ. ანუ ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლით კეთდება და ამიტომ დიდ მადლობას ვუხდით თურქეთის რესპუბლიკას.
– სტამბულში მცხოვრები ქართველი ზაზაძეების ისტორია გვიამბეთ…
– ზაზაძეების ოჯახი ცხოვრობს სტამბოლის შიშლის რაიონის ბომონტის უბანში. იქ არის კათოლიკური ქართულ ეკლესია. იქვე, ეკლესიის სახელით არის ქართული ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში უამრავი ქართული წიგნი, ჟურნალ-გაზეთი და სხვა ისტორიული ნიმუშებია. ბიბლიოთეკაში საქართველოს უნივერსიტეტებიდან მეცნიერები ხშირად დადიან და იკვლევენ, მუშაობენ სამეცნიერო მიმართულებებით. ჩვენც, როცა საქართველოდან დელეგაცია ჩამობრძანდება, ყოველთვის მიგვყავს ამ მეტად მნიშვნელოვან ადგილას. ბიბლიოთეკის და ეკლესიის ფონდის თავმჯდომარეა ბატონი პაულ ზაზაძე და მისი და, ქალბატონი ნატალი ზაზაძე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ დელეგაციების მიღებისთვის.

– როგორია იყო ქართველი და ცხოვრობდე წარსულით უცხო ქვეყანაში, ბუნდოვანი მოგონებებით…
– თურქთელი ქართველების უმეტესობა 1887-1878 ოსმალეთს-რუსეთის ომის შემდგომში გადასახლებული ქართველები არიან. თურქეთში ორმესამედ ტერიტორიაზე 40-ზე მეტ ქალაქში ცხოვრობენ ქართველები. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოსახლებული ქართველები თავისი კულტურით, დღემდე, ცოტა თუ ბევრი, შემორჩენილია. არის ისეთი ოჯახები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოტა თუ ბევრი, ჩვენებური კილოთი, ქართულად საუბრობენ. ზოგს სულ არ ახსოვს, რომ ქართველია, ზოგი ამბობს წარმოშობით ქართველი ვყოფილვარო… ბოლო წელებში თითქმის ყველა რეგიონში შეიქმნა ქართული ასოციაციები. უკვე ძლიერი ქართული დიასპორა არსებობს თურქეთში. ბევრმა ისწავლა ქართული ენა, კითხვა, წერა, კულტურა და ა.შ..
– რა იცით თქვენი დიდი წინაპრების შესახებ?
– ჩემი ბაბაუის ბაბუა საქართველოდან გადმოუსახლებიათ. შემდგომში სოფლებში როგორ ცხოვრობდნენ საერთოდ არ ვიცით. ისტორიკოსმა, ბატონმა მურად ქასაბმა დაწერა რამდენიმე წიგნი, მან იმუშავა თურქეთის სახელმწიფო არქივებში. ანუ ქართველების გადმოსახლების ისტორია გამოიკვლია, რამდენი ოჯახი სად დაბინავებულა ოსმალეთში. ცნობილი ქართველი პრემიერმინისტრები და ა.შ.. ასევე უამრავი საინტერესო ინფორმაცია არსებობს მის წიგნებში. კიდევ თავისი შრომით გადაიღეს 25 ქართული დოკუმენტური ფილმი, რომელშიც თურქეთელი ასაკიანი ქართველები საუბრობენ, რაც იცოდნენ ქართულ კულტურასთან დაკავშირებით.

– რამდენად რთულია თურქეთში ქართული საქმის კეთება?
– თურქეთში სახელმწიფო ხელს უწყობს ქართულ საქმეებში, თუმცა ენის ბარიერის გამო ძალიან რთულდება საქმე. ყველას ნამუშევრის თარგმნა უნდა. ამ საქმეების დაფინანსებაზე დიდი პრობლემა გვაქვს.
– ბატონო ორჰან, წელს დავითობაც აღნიშნეთ რუსთაველის ცენტრში…
– დიახ, 2026 წელს ისტორიაში, სტამბოლში, პიველად აღვნიშნეთ თურქეთში შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის სახელით 8 თებერვალს – დავითობა. ჩვენ გვინდა, რომ გავაცნოთ ისტორიაში რა როგორ მოხდა. ღონისძიებაზე ჩამობრძანებული იყო არა მხოლოდ ქართველები, არამედ ადგილობრივი ხალხიც, ისტორიკოსები, არასამთავრო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ა.შ.. ყველა კმაყოფილი დარჩა და მადლობა გადაგვიხადეს. ქუთაისში გამოცემა „დავითობის“ გავაკეთეთ და, ამავე ღონისძიებაზე ვაჩვენეთ ფილმი „მემლუქი“. ერთი რამ ცოტა გვეწყინა, საქართველოს მხრიდან საკმარისი ყურადღება ვერ ვიგრძენით. ასევე მადლობა თურქეთის რესპუბლიკას, რომ ხელს უწყობს ჩვენ კეთილშობილურ ქართულ საქმეებში.

– ქართული ენის შესწავლა რამდენად მოთხოვნადია თურქეთში?
– თურქეთში თითქმის ყველა ქართულ ასოციაციაში სწავლობენ ქართულს. თურქეთის განათლების სამინისტროს ზოგ სახალხო განათლების განყოფილებებშიც ისწავლება ქართული. თურქეთში სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა არსებობს. ოღონდ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ბევრს უნდა ქართულის სწავლა, მაგრამ არაა იოლი. დრო, ეკონომიკა, საშუალება, ბევრი ბარიერია… ამ ხალხს დახმარება უნდა, მაგრამ, ვისგან?!..
– ყველაზე დიდი ქართული დიასპორა თურქეთის რომელ ქალაქშია?
– საერთოდ, ყველა ქალაქში, თავისებურად ძლიერიცაა თუ სუსტიც. შედარებით ბევრია სტამბოლში, ეგეოსის, მარმარილოს და შავიზღვისპირა ქალაქებში, სადაც ასოციაციებიცაა და ასევე დიასპორაც.
– თქვენ პრემია „ივერიის“ ლაურეატიც ხართ. რას ნიშნავს ეს ტიტული თქვენთვის?
– 2020 წელს ქალბატონის მერი დიასამიძეს საშუალებით გავიცანი და შევიტანე ტექსტი პრემია „ივერიაში“. მაშინ დამაჯილდოეს. ის სიგელი ჩვენი ასოციაციის მთავარ კედელზე დევს. პრემია „ივერიის“ და ასევე საქართველოს სხვადასხვა ჯილდოები მე წინაპრებს მახსენებს და უძვირფასესია ჩემთვის.
– საერთოდ, რას ნიშნავს თქვენთვის პრემია „ივერია“, ილია ჭავჭავაძე, ილია მეორე?
– ჯერ ერთი ილია ჭავჭავაძე ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა საქართველოსთვის. მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ კულტურის და საქართველოს აღმშენებლობისთვის. ჩემთვის სანიმუშო პიროვნებაა. ამიტომ ილიას იდეების გაცოცხლება ძალიან მნიშვნოლავანია და მადლობას გიხდით თქვენ, მისი სახელობის პრემიის დაარსებისთვის. ჩვენც, რაც შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან, ჩვენც შევიტანთ წვლილს ამ საჭირო საქმეში.
– 27-31 მარტს პრემია „ივერიის“ გალა დაჯილდოება გააკეთეთ სტამბულში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს?

– 2020 წელს რომ დამაჯილდოვეთ საქართველოში, ქალაქ რუსთავში, მაშინ ვთქვით, რომ სტამბოლში პრემია „ივერიის“ დაჯილდოება უნდა გაკეთებულიყო. წელს, თქვენთან ერთად დავგეგმეთ ეს ღონისძიება, რომელშიც ჩემმა ძველმა მეგობარმა, ქალბატონმა თეა თეთრაძემაც დიდი წვლილი შეიტანა და ღონისძიება გავაკეთეთ 29 მარტს. სტამბოლში დავაჯილდოვეთ პრემია „ივერიის“ სახელით ღირსეული თურქეთელი ქართველები და არა მხოლოდ ქართველები. ძალიან მაღალ დონეზე გამოვიდა დაჯილდოება და არა მხოლოდ სტამბოლში, ხელმეორედ და კიდევ თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში უნდა გაკეთდეს მსგავსი ღონისძიება.
– რა ვალდებულებაა, როდესაც ილია ჭავჭავაძის სახელობის და უწმინდესის კურთხეული პროექტის წარმომადგენელი ხართ საქართველოდან თურქეთში?
– ვალდებულება ისაა, რომ თურქეთ და საქართველოს და მსოფლიო ქვეყნების შორის მეგობრობის ხიდივით უნდა დავდგეთ. კულტურათა და რელიგიათა შორის ასეთი ურთიერთობი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ და ქართველებს ღრმა ცივილიზაცია გვაქვს. ჩვენს წელთააღრიცხვამდე ისტორიიდან დაწყებული დღემდე. ასევე დღევანდელ ცივილიზაციას უნდა ვაჩვენოთ, ჩვენი პირველი მიზანი არის ის, რომ მსოფლიოში მშვიდობა უნდა იყოს.
– ქართველების და თურქების მსგავსება და განსხვავება გვითხარით.
– რა ვიცი, ყველა ეროვნობას თავისი ხასიათი აქვს. ჩვენ, ქართველები, სტუმარმოყვარე ხალხი ვართ, გვიყვარს სტუმრის პატივისცემა. თურქებიც გამგებიანი და თბილი ხალხია. ცუდი და კარგი ყველგანაა, ჩვენ დადებითებზე უნდა ვისაუბროთ.

– ბატონო ორჰან, რა სჭირდებათ ქართველებს იმისთვის, რომ ბედნიერები და ერთსულოვნები იყვნენ?
– მსოფლიოში ქართველების ერთიანობა, ერთმანეთის დაფასება და სიყვარული – ქართველობა ჩვენი ქოლგაა.
– როგორი უნდა იყოს მსოფლიო დღეს და როგორია სინამდვილეში?
– დღეს საერთო ომია… ჩვენ, ქართველებმა, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე. მსოფლიოს ბევრ ქვეყნაში გვყავს ძლიერი დიასპორა. ამ დიასპორის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მსოფლიო მშვიდობაში დიდი წვლილი შევიტანოთ. თუ ასე იქნება, საქართველო მსოფლიო ფინანსური ცენტრი იქნება და შვეიცარიასავით ძლიერი ვიქნებით. პატარა ვართ ოღონდ – ძლიერი!
– საქართველოში თუ იცხოვრებდით სამუდამოდ?
– სიამოვნებით, მაგრამ, არ არის ეს იოლი… ბავშვების განათლება, ენის ბარიერი, ეკონომიკა და… ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამაზე და არა მარტო ჩვენ, საქართველოს სახელმწიფომაც, არა სიტყვით, – რეალურად…

– რას ეტყვით საქართველოს სტამბულიდან?
– ჩვენ, ქართველები, ძალიან ნიჭიერი და შემოქმედი ხალხი ვართ. ჩვენში ხომ ქართული სისხლი და გენია, საქართველოს სიყვარულს გულით ვატარებთ. მე ნამდვილად მეამაყება ამ პატარა მაგრამ, განსაკუთრებული ხალხის შვილი რომ ვარ!
გაუმარჯოს დედა სამშობლოს! მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ვარ და ვისაც ქართველობა რცხვენია, ვაი იმას! ვინც საქართველოს ებრძვის, არც კი იცის, რომ დამარცხებულია! გაუმარჯოს ჩვენს ჯიშს, განსაკუთრებულ მოდგმას! გაუმარჯოს ჩვენს დედასავით საყვარელს დედა სამშობლოს!!!


– და ბოლოს, რაზე ოცნებობთ, რა გსურთ საქართველოსთვის, თურქეთისთვის და მსოფლიოსთვის?
– საქართველოსთვის, თურქეთისთვის და მსოფლიოსთვის, სიყვარული, დაფასება და მშვიდობა მსურს.











