ანა ბარათაშვილი: დარჩით სახლში! – ერთმანეთისთვის სიყვარულის გაცემა ყველას შეგვიძლია და – გავცეთ!

2816

ის შავი ზღვის პირეთში, ლამაზ ბათუმში ცხოვრობს. უყვარს ლიტერატურა და ოცნებობს ბევრ რამეზე, ყველაფერ კარგზე… საოცრად ნიჭიერია და ამაღლებული, უტეხი სულის პატრონი და სიკეთით სავსე. კორონა ვირუსის პერიოდშიც კი არ დაუკარგავს ჩვეული ხასიათი და საზოგადოების აქტიურ წევრად რჩება. მოკლედ, ეს ნიჭიერი გოგონა, „განსაკუთრებული ჟურნალის“ სპეციალური კორესპონდენტია ბათუმში, ანა ბარათაშვილი…

– ანა, უთხარი საზოგადოებას ვინ არის ანა ბარათაშვილი?

– ანა ბარათაშვილი მწერალი, „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ ლაურეატის. ასევე არის ერთი ჩვეულებრივი გოგონაა მებრძოლი სულით.

– რამდენად საშიშია ეს პანდემია, კორონა. ვირუსი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის?

–  როგორც ვიცით უახლოეს წარსულში უამრავი ვირუსი იყო, რომლითაც იღუპებოდნენ ადამიანები… ჩემი აზრით ეს არის ვირუსი, რომელიც ადამიანებს ბევრ რამეს ასწავლის და საქართველოში ისწავლიან წესების დაცვას, რა თქმა უნდა, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად… ასე რომ, მსოფლიო ისწავლის, რა მნიშვნელოვანი ყოფილა ურთიერთობა და საკუთარი თავის მოვლა, სხვისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის გაფრთხილება.

– დარჩი სახლში! ეს მოწოდება და მიდგომა რთულია?

– დარჩი სახლში! – ეს მოწოდება არის რთული მათთვის, ვინც ყოველ დღე მუშაობდა, სახლიდან გადიოდა რეგულარულად ან თუნდაც ახლობლებსა და მეგობრებს ნახულობდა რეალურად, ცხოვრებაში…

– რას ურჩევ ადამიანებს სახლში ყოფნის დროს?

– ადამიანებს ვურჩევ: ოჯახის წევრების მიმართ მეტი სიყვარული გასცენ, ყურადღება, ტკბილი სიტყვა, დაეხმარონ ერთმანეთს, საქმე შეუმსუბუქონ… ეს ყველაფერი აკლდა ადამიანს. და რაც მთავარია, მოთმინება გამოიჩინონ შექმნილ სიტუაციაში!

– შენ რას აკეთებ სახლში ეს პერიოდი?

– ჩემი დღე არ შეუცვლია კორონა ვირუსს! იმას ვაკეთებ, რასაც ჩვეულებრივ ადრე ვაკეთებდი, – ვკითხულობ, ვწერ, ვუსმენ მუსიკას, სოციალურ ქსელს ვადევნებ თვალს, ჩემთვის საინტერესო სფეროებს ვეცნობი ინტერნეტით. აი ეს არის ჩემი ერთი დღე.

– შშმ პირებისთვის რა უნდა კეთდებოდეს ასეთი მასშტაბური კარანტინის დროს?

– მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს შშმ პირებს! უნდა იყვნენ ყველა აუცილებელი ნივთით მომარაგებულნი! კლინიკებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვირუსის გარდა სხვა ტკივილი არსებობს ჩვენთვის… ყოველ ქალაქში უნდა იყოს ერთი ზედმეტი კლინიკა არამარტო შშმ პირთათვის.

– ყველაზე მეტად რა გენატრება კარანტინში ყოფნის დრო?

– მენატრება ის ურთიერთობა, რაც იყო მეგობარსა თუ ახლობელს შორის. როცა ჩემს მეგობრებს მოვენატრებოდი, მოდიოდნენ ჩემთან და სხვადასხვა თემებს განვიხილავდით, ვსაუბრობდით…

– რას გააკეთებ კორონა ვირუსის დასრულების შემდეგ, გარეთ რომ გახვალ?

– ყველასთან მივალ, სადაც შევძლებ მისვლას, ყველას ჩავეხუტები…

– მწერალი ხარ და კორონა ვირუსის დასრულების შემდეგ რაიმე ნაწარმოების შექმნას ხომ არ აპირებ?

– ვაპირებ დავწერო მომავალში თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო და საქართველო.

– და ბოლოს, რას ეტყვი საზოგადოებას?

– ვეტყვი რომ მიჰყვნენ მითითებებს. დარჩით სახლში! – ერთმანეთისთვის სიყვარულის გაცემა, თუნდაც ინტერნეტით ან ტელეფონითაც, ყველას შეგვიძლია და – გავცეთ! მეტი მოთმინება და პატივისცემა გამოიჩინონ კანონის წესების მიმართ, ეს კი საბოლოოდ გადაარჩენს ქვეყანას!